სხვა 14 წლის წინ მან შობისთვის გოგონას საჩუქარი გაუგზავნა და ცოლად მოყვანას დაჰპირდა. წლების შემდეგ მან სიტყვა შეასრულა! 2019, 1 ივლისი, 20:22 გჯერათ ბედისწერის? ბევრი ადამიანი ამ კონცეფციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მათი აზრით, ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებისეულ არჩევანს.. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ბედი, ზოგიერთ ადამიანს მართლაც საოცრად სწყალობს, სწორედ ასეთ იღბლიანებს შორის აღმოჩნდნენ ამერიკელი ტაირელ ვულფი და მისი ფილიპინელი მეუღლე ჯოანაც.მათი ქორწინებიდან არაერთი წელი გავიდა, თუმცა ტაირელისა და ჯოანას სიყვარულის ისტორია ბევრი ადამიანისთვის დღემდე შთაგონების წყაროდ რჩება. ისტორია, რომელიც სრულიად შემთხვევით, საქველმოქმედო აქტით დაიწყო, ერთი ბედნიერი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.მათი გაცნობის მთავარ "მიზეზად" საშობაო საჩუქარი იქცა2000 წელს ჯერ კიდევ პატარა ჯუანამ საშობაო საჩუქარი აიდაჰოში მცხოვრები თავისივე თანატოლი - ტაირელისგან მიიღო. სასაჩუქრე ყუთი, პატარა ბიჭუნამ სრულიად უცნობ გოგონას, საქველმოქმედო ორგანიზაცია - "Samaritan’s Purse’s Operation Christmas Child" - ის მეშვეობით გაუგზავნა. ტაირელმა მეტი ინფორმაციისთვის, პატარა სათამაშოებსა და სხვა სადღესასწაულო ნივთებს საკუთარი ფოტოსურათიც დაურთო, სადაც მისი საკონტაქტო ინფორმაცია იყო მითითებული.ჯოანა ტაირელისთვის სამადლობელი წერილის გაგზავნას არაერთხელ შეეცადა, თუმცა ამაოდ, წერილი ადრესატამდე ვერც ერთხელ ვერ მივიდა. მრავალი წლის განმავლობაში გოგონა უცნობი ვაჟის მოძებნას ყველა ხერხით ცდილობდა, საბოლოოდ კი სოციალური ქსელის საშუალებით მასთან დაკავშირება მაინც მოახერხა. სულ მოკლე დროში ახალგრზდები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ასე, დაიწყო მათი ყოველდღიური, ვირტუალური ურთიერთობა...მეგობრობიდან სიყვარულამდე2013 წელს ტაირელმა ფილიპინებზე, ჯოანასთან ჩასვლა და მისი პირადად გაცნობა გადაწყვიტა, "როგორც კი მისი სახე დავინახე, უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო, ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ცრემლები ვეღარ შევიკავე", - იხსენებს გოგონა. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები, ორივე მათგანი დარწმუნებულია, რომ ის რაც მათ თავს გადახდათ, მხოლოდ ღმერთის ნებით მოხდა.
ჯოანასთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, ტაირელმა შეყვარებულის ოჯახს მისი ხელი სთხოვა, 2014 წელს კი წყვილი დაქორწინდა.შეყვარებულებმა ქორწილი აიდაჰოში, ტაირელის მშობლების რანჩოში, ღია ცის ქვეშ გადაიხადეს.ახალდაქოწინებულებმა საქველმოქმედო ორგანიზაციის მიმართ, სადაც მათი სიყვარულის ისტორია დაიწყო, საკუთარი მადლიერება იმით გამოხატეს, რომ ქორწილისთვის სტუმრებს ძვირფასი ნივთების ნაცვლად ქველმოქმედებისთვის, სხვადასხვა საჭირო ნივთების შეგროვება ითხოვეს.დღესდღეობით, ტაირელი და ჯოანა თავიანთ პატარა შვილთან ერთად აიდაჰოში ბედნიერად ცხოვრობენ.2671 3-ს მოსწონს |