საბუნებისმეტყველო მხატვარი სპილოები 2012, 25 ივლისი, 12:14 ტაილანდის ერთ-ერთ პარკში, " Maesa"-ში, სპილოების ჯგუფი მნახველებს თავისი მხატვრული ნიჭით აოცებს. ყველაზე უფრო, 8 მხატვარს შორის, გამოირჩევა 11 წლის სპილო-ლანკამი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ყვავილების ხატვა. სპილოებს ფუნჯი უჭირავთ ხორთუმით და ძალიან ფრთხილი მოძრაობით, დამაჯერებლად და ზუსტად უსმევენ ხაზებს ისე, როგორც თვითონ აღიქვამენ გარემო სამყაროს. გაოგნებული მნახველების თვალწინ, ტილოებზე ჩნდება, სპილოების მიერ დახატული ყვავილები, ხეები და ავტოპორტრეტიც კი. ზოგჯერ "მხატვრები" ერთიანდებიან შემოქმედებით ჯგუფში და ხატავენ პეიზაჟს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მათ თაყვანისმცემლებს შორის. ერთ-ერთი ასეთი შედევრი, რომელიც სპილოების ჯგუფმა შექმნა, ოფიციალურად იქნა აღიარებული ყველაზე დიდ და ძვირადღირებულ ნახატად და აუქციონზე გაიყიდა 20 ათას ევროდ. წარმოგიდგენთ სპილოების შემოქმედებას 139 7-ს მოსწონს
|