x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135786
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
სასიკვდილო სიყვარული

imageimage
ბურიატიის რესპუბლიკის მაცხოვრებელი ირინა დაცკო 21 წლის ახალგაზრდა დედა არის. თავის მეუღლეს - კონსტანტინეს ის ბავშვობიდან იცნობს. ისინი ერთად გაიზარდნენ. 4 წლის წინ მათ შეეძინათ გოგო - იულია. ირინა იყო ჯანმრთელი, მხიარული, კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი. უკვე წელიწადზე მეტია, რაც ის გამოიყურება როგორც ცოცხალი გვამი. ეს მისი მეუღლის დამსახურებაა, რომელიც ხშირად ბრუნდებოდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და სცემდა მას. ცემის მიზეზი ხან იყო, ხანდახან კი უმიზეზოდ სცემდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიოდა დასაძინებლად. წყვილი რამდენიმე დღეში ისევ რიგდებოდა და ირინას ავიწდებოდა წინა ჩხუბი. ერთხელაც, კონსტანტინე როგორც ყოველთვის მოვიდა სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში. მან ისევ გამონახა ჩხუბის მიზეზი და სასტიკად სცემა მეუღლე. დილით რომ გაიღვიძა დაინახა, რომ ირინა გაუნძრევლად წევს, თვალები გახელილი აქვს და მთლიანად გალურჯებულია.


imageimage











კონსტანტინემ მაშინვე გამოიძახა სასწრაფო. ექიმებმა დაადგინეს, რომ ცემის დროს ირინამ მიიღო ქალა-ტვინის ურთულესი ტრავმა. ის ვერასდროს ვერ გაივლის, ვერ ილაპარაკებს. მას ნაწილობრივ დაკარგული აქვს მეხსიერება. ექიმების თქმით მისი მდგომარეობა ძალიან რთულია და დიდ ხანს ვერ იცოცხლებს. ირინას უვლის დედამისი. ის 24 საათის განმავლობვაში ადევნებს თვალყურს შვილის მდგომარეობას.

imageimageimageimage






















რაც შეეხება კონსტანტინეს, ის ამბობს რომ მათ უბრალოდ იკამათეს და ცოლი არ უცემია. სასამართლოში მას მიუსაჯეს 5 წელი. მისი ოჯახის წევრებს ამ ინციდენტის შემდეგ არც ერთხელ არ მოუკითხავთ არც დაზარალებული მომაკვდავი რძალი და არც შვილისშვილი, პირიქით, ადანაშაულებენ ირინას, რომ მაგის გამო კონსტანტინე ამჟამად ციხეში ზის. 5 წლის იულია ფიქრობს, რომ დედამისს უბრალოდ სძინავს და მალე გაიღვიძებს. საღამოობით ის უყვება დედას ზღაპრებს, ელაპარაკება, ეფერება და კოცნის. სურათებზე შეგვიძლია დავინახოთ ირინას ცრემლები, როდესაც იულია ზღაპრის მოყოლის შემდეგ კოცნის მას და სთხოვს მალე გაიღვიძოს რათა სასეირნოდ წაიყვანოს და ეთამაშოს.

imageimageimage




















8
707
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:Casper
Casper
707
  
2012, 5 ნოემბერი, 20:55
ავტირდი. რუსი მამაკცების უმრავლესობა ესეთია.
2012, 30 ივლისი, 12:59
Fუუ საზიზღარი ადამიანიი ესეთებიი ცოცხლები არ უნდა იყვნენ!! არაკაცი
2012, 30 ივლისი, 12:53
ასეთი კაცი უნდა გამოიყვანო და იმით უნდა ჩამოკიდო ბოძზე რო ნელ ნელა წამებით მოკვდეს. :@@@
2012, 30 ივლისი, 12:01
აუ ტო ასეთი ადამაინები რატო ცოცხხლობენ :@
2012, 26 ივლისი, 12:40
ღმერტმა კარგი და ბედნიერი სვილი გაზარდოს
2012, 26 ივლისი, 12:15
მეც ძალიან ვინერვიულე რომ გავიგე ამ შემთხვევის შესახებ:| დედაც მეცოდება და შვილიც((( გოგონა როგორ ელოდება რომ გამოჯანმრთელდება და როგორ უყვარს(((((( ექიმების აზრით ამ ქალს არაფერი ახსოვს, მაგრამ თუ ტირის შვილი როდესაც კოცნის, გამოდის რომ ეგრე არ არის..რეალურად აღიქვამს რომ შვილია და თვალები უცრემლიანდება(((((((((((((((((((((
2012, 26 ივლისი, 10:22
მანერვიულე ავტორ.ეგეთები სულ უნდა იჯდნენ გამოვა და შვილს გაუმწარებს ცხოვრებას
2012, 25 ივლისი, 13:54
ფუუუ არაადამიანი! 5 წელი კიარა, 50 წელი უნდა გაატარებინონ მაგას წამებაში. 5 წელში გააგრძელებს ის ცხოვრებას, და ეს საწყალი გოგონა... :((( ვაიმეეე, გასკდა გულიი :((
0 1 8