ტურიზმი ვინც არ ყოფილა მრავალძალში, მას თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაჭა ნანახი არ აქვს 2019, 29 ივნისი, 0:09 ადრეულ პერიოდში რაჭა - ლეჩხუმთან ერთად თაკვერის სამთავროებად იწოდებოდა. ისტორიულ წყაროებში სახელი“ რაჭა " X ს- დან გვხვდება. დღეისთვის მისი ისტორიული სახელი, ონის რაიონის სოფელს, თავკვერი თავს შემორჩა.
სადაც არ უნდა წახვიდე რაჭაში ყველგან შეხვდები ნატაძრალებს, ნასახლარებს, ხუროთმოძღვრების ძეგლებს, რომლებიც მნახველებს თვალწინ იმ საუკუნის სურათებს აცოცხლებენ, როდესაც ისინი ააგეს, როდესაც მათში ქართველთათვის დამახასიათებელი სულიერი ცხოვრება სჩქეფდა. რაჭის საერისთავოს დაარსებას ბაგრატ მესამის მიერ, სოფ. მრავალძალთან ახლოს, ჭოლევის კლდის ბოლოს, ჭიქის ტბის ზევით, მრავალძალის წმ. გიორგის ტაძრის აშენებას უკავშირებენ. თავდაპირველად ტაძარი ცალნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა, შემდგომში კი ჯვარგუმბათოვან ტაძრად გადაუკეთებიათ. უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლი, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, წარწერებით, ჩუქურთმებით. მრავალძალის ტაძარი გამოირჩევა იმით, რომ უამრავი სასწაული უკავშირდება, იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ შემოწირულობაში ინახებოდა ჯალალ ედ დინის მუზარადი, რომელიც თავად მას დაუტოვია მისი სიძლიერისათვის ქედის მოხრის ნიშნად. ასევე შაჰ - აბასმა თავისი ნებით გამოუგზავნია ხმალი. ეს ორივე ინახებოდა ტაძარში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვინც არ ყოფილა მრავალძალში, იმას რაჭა ნანახი არ აქვს. ცოტა მოგვიანებით XI საუკუნითაა დათარიღებული ჭელიშის უდაბნოში ღვთისმშობლის შობის ტაძრის აგება და სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. სამწუხაროდ ამ ტაძრის პირვანდელმა სახემ ჩვენამდე ვერ მოაღწია. XVI საუკუნის II ნახევარში ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს მელქისედეკს აღუდგენია. სავანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, შემაღლებულ ადგილას, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია. ბერთა და დაყუდებულთათვის. ჭელიშის უდაბნოში, მამათა მონასტრის არსებობის ბოლო პერიოდში ტაძრის წინამძღოლი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია იყო, რომელიც 1921 წ-დან საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გახდა. 1995 წელს კი წმინდანად იქნა შერაცხული. სამონასტრო კომპლექსიდან გზა სოფ. ზემო კრიხის განაპირას მდებარე მთავარანგელოზის ტაძრისკენ მიდის. რომელიც X - XI ს ში აუგიათ. წყაროების თანახმად ეკლესია 1884 წ-ს განუახლებიათ. სულ ბოლოს კი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ტაძარი 2009 წელს აღუდგენიათ. კედლებზე ისევ შემორჩენილია უძველესი ფრესკის მონაკვეთები. მნიშვნელოვანი სანახაობებია სიყვარულის ჩანჩქერი ამბროლაურში. საირმის სვეტები ლეჩხუმში. და ნაქერალას ფერდობზე აღმართული 9 ჯვარი. რომელიც ზღვ. დ. 1569მ.ზე მდებარეობს. 213 1-ს მოსწონს
|