x
image
ელენე გუმა
ნინი ბადურაშვილი თხოვდება ? - ნახეთ, რას წერს მომღერალი
image
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მომღერალ ნინი ბადურაშვილის გათხოვების ამბავს.


როგორც რამდენიმე ონლაინ გამოცემა წერს მომღერალი შეყვარებულია და მალე გათხოვებას აპირებს.


მათივე ცნობით, 33 წლის მომღერალი, სავარაუდოდ, უკვე დაინიშნა.


ნინი ბადურაშვილმა Instagram story-ში საზოგადოების კითხვებს უპასუხა და კითხვაზე, აპირებს თუ არა მეორედ გათხოვებას, დადებითად უპასუხა.



ონლაინ მედიაში მის საქმროზეც საუბრობენ და ფოტოებსაც ავრცელებენ, მათი ცნობით ის ნიკოლოზ ჯაფარიძეა.


image

ამ ყველაფერზე დღეს თავად მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო.


"მინდა რომ ერთმა ზაფხულმა მშვიდად ჩაიაროს ჩემს ცხოვრებაში. მეგობრებო არ ვთხოვდები არააააააააააააააააააა! მადლობა ყურადღებისთვის" - დაწერა ნინიმ.


აღნიშნულ პოსტს ნინის მეგობრები გამოეხმაურნენ და კომენტარებში ძალიან ბევრი იხალისეს.


ცნობისთვის, მომღერალი ერთხელ იყო ოფიციალურ ქორწინებაში რამდენიმე წლის წინ რუსეთში მცხოვრებ ირაკლი კუტალაძეზე გათხოვდა. თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.


0
1972
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0