x
image
ელენე გუმა
"რას ამბობ? თეთრ პრადოს 72 ნამდვილი ტყვია რომ ჰქონდა ნასროლი, მისი პატონი 3 დღე-ღამე მორგში ჰყავდათ, გვამზე დაბმული..."
image

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი შს მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრას ეხმიანება და ჟურნალისტ მერაბ მერტეველს მიმართავს.


როგორც გიორგობიანი წერს, 26 მაისის აქციის დარბევის და ახლანდელი აქციის დარბევის შედარება არასწორია, რადგან მაშინ საოცრებები ხდებოდა.


26 მაისის დარბევის და შემდგომი პროცესების შესახებ ის დეტალურად წერს და იმ ადამიანს იხსენებს, ვინც იმ დროს ჩვეულრებივი ჯოჯოხეთი გამოიარა.


"Merab Metreveli, რას ამბობ, როდის გადაუარა ესკორტმა პოლიციელს? ძალით რომ შეუგდეს ბორბლებში, სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი? იმ თეთრ პრადოს 72 ნამდვილი ტყვია რომ ჰქონდა ნასროლი, ეს თუ იცი? და საერთოდ თუ იცი, ვისი მანქანაა? რას აბრალებ? მისი პატრონი 3 დღე-ღამე მორგში ჰყავდათ, გვამზე დაბმული, სადაც მკვდრების შიგნეულობას კატები ჭამდნენ!!! ამასაც გაუძლო და ბოლოს, მას ვინც ახლდნენ, მეგობრები (კაცები), მათი გაუპატიურებით დაემუქრნენ და ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი აღიარა, რაც ჩამოუწერეს!!


და მერე კიდევ, 2011 წლის 26 მაისს დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, თან ისე, რომ ყველა გასაქცევი გზა გადაუკეტეს! სასიკვდილოდ სცემდნენ უკვე დაკავებულ და ხელებშეკრულ ადამიანებს! ექიმებს არ ატანდნენ დასახიჩრებულებს! საავდმყოფოების შესასვლელებიდან მიათრევდნენ პოლიციებში, ათასობით კაცი დააკავეს, ცემა-ტყეპა და წამება იყო პოლიციის ყველა განყოფილებაში, ზუსტად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით... რას და ვის ადარებ, აბა?!"- წერს გიორგობიანი.


ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.


0
1009
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1009
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0