x
,,მთავარია მის გვერდით ვიყო ბედნიერი დანარჩენი მეასე ხარისხოვანია“
მარიამი

საოცრად ძლიაერი ხმა აქვს, მღერის ისე, რომ ყველა მსმენელს მოხიბლავს. როგორ აღმოჩნდა საქართველოში ერთ ერთ ყველაზე ძლიერი მუსიკოსებით დაკომპლექტებულ ჯგუფში, ჩვენთან ისაუბრა. ჩვენი რესპოდენდი ჯგუფი THE FIVE-ს სოლისტი მარიამ გულბანია

ვისი იდეით შეიქმნა ჯგუფი რომლის სოლისტიც ხარ?

- ჯგუფი ისევ ჩემი მენეჯერის სუხოს იდეით შეიქმნა რომელმაც ამ ბენდისთვის დიდი შრომა გასწია და ყველაფერი გააკეთა ჩვენი კეთილდღეობისათვის.


როგორ არმოჩნდი ჯგუფში the five?

- ჯგუფის მენეჯერი სუხო წიკლაური დამიკავშირდა, მივედი გავიარე გასაუბრების მაგივრად მამღერა და მას მერე ამ ჯგუფში ვარ. არ მჯეროდა რადგან ეს ჯგუფი ჩემთვის უოველთვის პირველი იყო და როცა მათ კონცერტებზე დავდიოდი, უსაზღვრო სიამოვნებას ვიღებდი.

image

მუსიკალური განათლება გაქვს?

- დიახ, ნიჭიერთა ათწლედი მაქვს დამთავრებული და როგორც ყველა ბავშვი მეც დავდიოდი “სიმღერაზე” .


მთელი ენერგიით მღერი, გავიხსენებ კორპორატიულ საღამოს როდესაც გთხოვდნენ რომ ერთი სიმღერა კიდევ გემღერა, როგორ ახერხებ, რომ შენს მსმენელთან ასეთი კავშირიდამყარებას? დამეთანხმები ადვილი არაა...

- იცით იმხელა ენერგია მოდის მსმენელისგან რომ ვერც ერთი წამით ვერ ვგრძნობ დაღლას, პირიქით ხანდახან მინდა გაუჩერებლად ვაკეთო ეს ყველაფერი რადგან ყოველი წამი სიმღერის დროს ჩემთვის უდიდესი ბედნიერების მომტანია.

image

შენს გადაწყვეტილებას, რომ შოუბიზნესში წასულიყავი, ოჯახი ადვილად დათანხმდა?

- რატომ არ უნდა დათანხმებულიყო? ომში ხომ არ მივდიოდი? პირიქით ჩემმა ოჯახის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს ჩემს ბავშობაში, რომ ამ ასაკში უკვე ეს ყველაფერი მქონოდა.


გაიხსენე შენი პირველი კონცერტი, რომლითაც მაყურებელსა და მსმენელს შეხვდი

- რომ არ მოგატყუოთ არ მახსოვს, ფსიქოლოგიურად ისე გავითიშე, ვნერვიულობდი სუნთქვა მიჭირდა, სცენიდან ჩამოსულმა გავაანალიზე რომ 2 წუთის წინ საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე ვმღეროდი და საოცარი შეგრძნება იყო.

როგორ ფიქრობ რა განასხვავებს THE FIVE-სხვა ჯგუფებისგან?

- ის რომ ჩვენი საქმე საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს და ჩემი ჯგუფის სათითაოდ ყველა წევრი ამ საქმეს იმდენი ხანია აკეთებს, რომ ჩემს ასაკსაც ასწრებს, ერთმანეთი გვიყვარს ერთი ოჯახი ვართ და ეს არის ჩვენთვის მთავარი.

image

როგორი უნდა იყოს შენთვის სასურველი მამაკაცი?

- მთავარია მის გვერდით ვიყო ბედნიერი, დანარჩენი მეასე ხარისხოვანია…


როგორ ფიქრობ, რამდენად გემოვნებიანი მსმენელი გვყავს?

- გააჩნია მსმენელს, ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს და ყველას პატივს ვცემ.

გამორჩეული ადამიანი გყავს? მას თუ ბაძავ და რატომ?

- გამორჩეული ადამიანი ჩემი ოჯახის თითოეული წევრია და ყოველივე კარგში, ვცდილოვ ყოველთვის მათ მივბაძო


როგორია ჯგუფის სამომავლო გეგმები?

- ჯგუფის სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მგონია სწორი მაგრამ ერთს გპირდებით, ძალიან დიდი და ნათელი გეგმები გვაქვს

ავტორი: გურამ არუთინაშვილი

0
224
შეფასება არ არის
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0