x
ლიბერალიზმი ,,ტრადიციულ ოჯახებზე თავდასხმაა", პუტინი თავს ესხმის დასავლეთის შეხედულებებს გეი უფლებებისა და მულტიკულტურალიზმის საკითხთან დაკავშირებით

პუტინი თავს ესხმის დასავლეთის შეხედულებებს გეი უფლებებისა და მულტიკულტურალიზმის საკითხთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ დასავლეთმა მიგრანტებს მისცა უფლება “მოეკლათ, გაეძარცვათ და გაეუპატიურებინათ“ ადგილობრივები და ამ ყველაფრის ჩადენის მიუხედავად, არ დასჯილიყვნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა უარყოფით მოვლენად მიიჩნია ზოგადად ლიბერალიზმის იდეა და ანგელა მერკელის მიერ ქვეყანაში მილიონი ლტოლვილის დაშვებას “კარდინალური შეცდომა“ უწოდა. მან განაცხადა, რომ “ლიბერალებს არ შეუძლიათ ვინმეს რაიმე უკარნახონ მარტივად, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ. ლიბერალური იდეა მხარს უჭერს უმოქმედობას“. მისი თქმით, “ყველა დანაშაული უნდა ისჯებოდეს სასჯელით, ლიბერალური იდეა მოძველებულია. ის კონფლიქტში მოდის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებთან“.

პუტინმა განაცხადა, რომ ლიბერალურმა მთავრობებმა დააიგნორეს თავიანთი ხალხი, როდესაც მულტიკულტურალიზმისა და გეი უფლებების მიმართ ტოლერანტობას შეუწყვეს ხელი. მან თქვა: “მე არ ვცდილობ ვინმეს შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მე ჰომოფობიაში დამადანაშაულეს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ლგბტ ადამიანებთან. ღმერთმა აუკრძალა, თუმცა ჩვენ მივცეთ მათ უფლება იცხოვრონ ისე, როგორც სურთ“. “თუმცა ზოგიერთი რამ გადაჭარბებულად მეჩვენება, ლიბერალები აცხადებენ, რომ ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ 5 ან 6 გენდერული როლი. მოდით მივცეთ ყველას ბედნიერების საშუალება, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ უნდა იქნეს დაშვებული იმგვარად, რომ მილიონობით ადამიანის კულტურა, ტრადიციები და ტრადიციული ოჯახების ფასეულობები გადაფასდეს“.

პუტინმა გააკრიტიკა დასავლეთის შეხედულებები გეი უფლებებთან, იმიგრაციასა და მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებით, რაც მისი განცხადებით “ტრადიციულ ოჯახებზე თავდასხმას წარმოადგენდა“.


პუტინი ფიქრობს, რომ “რუსეთი და დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე“. ის იმედოვნებს, რომ ამ მხრივ ნაბიჯის გადადგმას შესძლებენ.

პუტინმა აგრეთვე ისაუბრა აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული დაპირისპირების საშიშროებაზე და დაამატა: “ცივი ომი ცუდი რამ იყო... თუმცა მაინც არსებობდა გარკვეული წესები მონაწილეებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას და მეტნაკლებად უნდა ვემორჩილებოდეთ მათ“.


image

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0