x
image
მაია 24
რა ხდება, როცა თმას ვიჭრით, რატომ ვჭაღარავდებით და რას ურჩევენ მელოტებს - იოგები თმის სწორ მოვლაზე
image


უძველეს ცივილიზაციებში თმები საკმაოდ მისტიკური მნიშვნელობის მატარებლად ითვლებოდა. სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვანაირი შეხედულებები და დამოკიდებულებები ჰქონდათ თმასთან - ან საერთოდ არ იჭრიდნენ, ან ბოლომდე იპარსავდნენ, მაგრამ ასე თუ ისე, მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ყველგან.

გრძელი და ლამაზი თმები მეფურ წარმომავლობაზეც მიუთითებდა, ამიტომ როცა სიდჰარტა საკუთარი თავის საძიებლად წავიდა თმები გადაიპარსა. ბუდისტები თმებს მატერიალურთან კავშირის სიმბოლოდ მიიჩნევენ და მისი გადაპარსვით, მატერიასთან კავშირს წყვეტენ და უმაღლესს უძღვნიან თავს.

image


ჩვენთან საეკლესიო პირებს თმა-წვერი მოშვებული აქვთ, ეკლესიაში შესვლისას თავსაბურავს იკეთებენ ქალები გრძელი თმის დასაფარად, "ვეფხისტყაოსნიდან" ცნობილი ეპიზოდი და სანაძლეო "ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს" გემახსოვრებათ ალბათ. ბიბლიური სამსონიც თმისგან იღებდა ენერგიას და როდესაც თმებს ჭრიან, ყოველგვარ ძალას კარგავს.

ინდიელები თმებს ფიქრების გაგრძელებად მიიჩნევდნენ და ძალიან უფრთხილდებოდნენ მას. თმის შეჭრა იყო დამცირება, დაშინება და შეურაცხყოფა. ვარცხნა ფიქრებისგან განწმენდის სიმბოლო იყო, დაწვნა ფიქრების თავმოყრის, შეკვრა - ფიქრების დაცვის და ა.შ. ინდიელებისთვის ყველა ვარცხნილობა სხვადასხვა დატვირთვას ატარებდა.

image


ალბათ გახსოვთ გლოვისას ქალები ჩვენთანაც თმებს იშლიდნენ. ინდიელებისთვისაც სხვადასხვა ვარცხნილობა სხვადასხვა სულიერ თუ გონებრივ მდგომარეობას გამოხატავდა. გამოხატავდა სტატუსსაც - რომელ ტომს მიეკუთვნებოდა, რა ასაკის იყო, დაქორწინებული გახლდათ თუ არა და ა.შ. თმების მიხედვით იმასაც გაარკვევდით საომარი მდგომარეობა ჰქონდა ტომს თუ მშვიდობა. თმებს მაგებიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ალბათ თქვენც გაგიგიათ, ჯადოს რომ ადამიანის თმებზე აკეთებდნენ კუდიანები.

მოკლედ, თმები მხოლოდ ესთეტიკა არ არის, იგი გაცილებით დიდი სულიერი დატვირთვის მატარებელია, მას თავისი ენერგეტიკა აქვს და სიძლიერის, ინტუიციისა და ძალაუფლების გამოხატულებაა.

image


ვარცხნილობას ჩვენ მოდის და გემოვნების საკითხად მივიჩნევთ, მაგრამ იგი ამაზე ბევრად მეტია. ჩვენ თმა სხეულის სხვადასხვა ადგილებში გვაქვს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს.

წარბები თვალებს იცავდა მზისგან და ოფლისგან, ფეხზე თმა - ჯირკვლოვან სისტემას, იღლიის ქვეშ თმა კი ყველაზე სენსიტიურ ადგილს, სადაც სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გადაკვეთა ხდება, რომელიც ტვინზე და ენერგიის დონეზე ახდენს ზეგავლენას. წვერი სახეზე მხოლოდ მამაკაცებს აქვთ, ნიკაპზე მთვარის ცენტრია, მთვარე ქალური ენერგიაა და წვერი ზედმეტი ქალური ენერგიის მიღებისგან იცავს მამაკაცებს.

ყველაზე გრძელი თმა ადამიანს თავზე აქვს. ეს რომ მხოლოდ სითბოსთვის ყოფილიყო, მაშინ ტანზეც გვექნებოდა გრძელი თმა. ჩვენ მხოლოდ თავზე გვაქვს თმა და თანაც ერთადერთი არსებები ვართ დედამიწის ზურგზე ამ დიზაინით შექმნილი. თმებს ერთგვარ რადარად მიიჩნევენ, რომლითაც გარესამყაროსთან კავშირს ვამყარებთ და ის ტელეპათიურ უნარებს აძლიერებს, წინათგრძნობას და ინტუიციას. მოკლედ, გარესამყაროდან ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება. თმები მგრძნობელობას ამძაფრებს, ამიტომ ხანდახან, როცა ძალიან ცუდად ვართ თმების შეჭრის სურვილი გვიჩნდება ხოლმე. როცა ადამიანის ენერგია დაბინძურებულია, მას სურვილი უჩნდება ეს დაბინძურებული ენერგია მოიშოროს, მაგრამ ამ დროს უმჯობესი იქნება თუ უბრალოდ ვიბანავებთ.


image

თუკი თმებს საერთოდ არ შეიჭრით, იგი გარკვეულ სიგრძეს მიაღწევს და მერე ზრდას შეწყვეტს, თუმცა ეს სიგრძე ძალიან ინდივიდუალურია. ყოველ სხეულს თავისი პარამეტრები აქვს.

თმები აისახება ჯანმრთელობაზეც. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გრძელთმიანი ადამიანები გაცილებით უფრო ენერგიულები არიან, ნაკლებად იღლებიან და ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. გარდა ამისა, ისინი უკეთ ინახავენ ენერგიას და ისე ძალიან არ სცივათ ზამთარში, როგორც მოკლე თმიან ადამიანებს.

image


როდესაც თმას იჭრის ადამიანი, ენერგიას კარგავს და კიდევ იმ ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს სჭირდება


ისინი, ვინც რეგულარულად იჭრიან თმას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში 22 მეტრი თმის გაზრდას აიძულებენ სხეულს, მაშინ როცა მათ, ვინც არ იჭრის 1.5 მეტრზე მეტი არ სჭირდებათ.

ჩინგიზ ხანმა დაპყრობილი ხალხს დასამონებლად შუბლზე ქოჩორი შეაჭრა (ქოჩორი შუბლზე მესამე თვალს ფარავს). სიმბოლოებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. თმა სხეულის ელექტრომაგნიტური გამტარია. ერთგვარი ანტენა, რომელიც გარესამყაროდან ინფორმაციის მიღებაზე არის პასუხისმგებელი. ენერგიის გარდა, იგი მზის გამოსხივებისგან იცავს, დღისით მზის ენერგიასთან ხსნის არხს და D ვიტამინის მიღებას უწყობს ხელს, ღამით კი მთვარის ენერგიით საზრდოობს.


image



რა უნდა ვუყოთ თმას თუ ბოლოები იყოფა?


იოგები შეჭრის ნაცვლად ძილის წინ ნუშის ზეთის დადებას გვირჩევენ ბოლოებზე, რომელიც დილით უნდა ჩამოიბანოთ. დღის განმავლობაში თმას თუ თავზე დაიგრაგნით, ეს მას გაჯანსაღებაში დაეხმარება. დღისით კორტოხზე დაგრაგნილი თმა ტვინის უჯრედებსაც ააქტიურებს და ენერგიით გმუხტავთ. არ შეიძლება სველი თმების შეკვრა და მისი ფენით გაშრობა. უმჯობესი იქნება თუ მზეზე გაიშრობთ ბუნებრივად.

რაც შეხება შამპუნს, იოგები 72 საათიან შუალედს გვირჩევენ (ცხიმიანი თმისთვის უფრო ხშირადაც შეიძლება, თუკი კანი იოფლება, უნდა ჩამოიბანოთ). თმა აუცილებლად უნდა დაიბანოთ, თუ რამე სანერვიულო შეგხვდათ. იგი გაცილებთ სტრესს და ნეგატივისგან გწმენდთ. დაღლილობის მოხსნა შესაძლებელია ვარცხნითაც. იოგები გვირჩევენ ხის სავარცხელს.


image

როგორ უნდა დაივარცხნოთ თმა?

თმები ჯერ უკან უნდა გადაივარცხნოთ, მერე უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ბოლოს კი მარცხნიდან მარჯვნივ. ეს პროცედურა განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის და დღეში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. იგი ახალგაზრდობას უნარჩუნებს მათ, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და მხედველობას აუმჯობესებს.

შემელოტებულ ადამიანებს იოგები უფრო მეტ მედიტაციას ურჩევენ იმ ენერგიის შესავსებად, რასაც ჩვეულებრივ თმემის მეშვეობით ვიღებთ. რაც შეეხება ჭაღარებს, ვერცხლისფერი და თეთრი ენერგიის მოძრაობას ხელს უწყობს და ვიტამინებსაც უკეთესად იღებს, ორგანიზმი ასე დაბერების პროცესის კომპენსირებას ცდილობს. ამიტომ თმა რაც შეიძლება ბუნებრივი და მოვლილი უნდა გვქონდეს.

ჩვენთვის თმის ვარცხნილობა შეიძლება მოდა იყოს, მაგრამ თუ კარგად გამოვიძიებთ, აღმოვაჩენთ, რომ იგი სასიცოცხლო ენერგიასთან დამაკავშირებელი წყაროა. იგი ხსნის კუნდალინი ენერგიას. როდესაც თმას ბუნებრივი სიგრძე აქვს, ორგანიზმში ხდება ისეთი პროცესები, რომელიც უზარმაზარ ფიზიკურ ენერგიას, სასიცოცხლო ძალას, მენტალურ სიჯანსაღეს და ამტანობას გვაძლევს. თავზე თმა შემთხვევით არ გაქვთ, ეს არის ანტენა და ეს ანტენები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას უკანასკნელი თმის შეჭრიდან 3 წელიწადში დაიწყებენ, თუკი ბუნებრივობას გადაწყვეტთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ



ლავანდის უგემრიელესი ლიმონათი, რომელიც ებრძვის დეპრესიას და ნევროზს, აჯანსაღებს კანს და თმებს



მოამზადე 5 წუთში, დალიე 5 დღის განმავლობაში და დაიკელი 5 კილო - შედეგი გარანტირებულია



ერთი რამ, რაც უნდა გააკეთო ყოველ დილით, თუ გინდა წონაში დაიკლო



ჯადოსნური სასმლის უმარტივესი რეცეპტი, რომელიც დაგავიწყებთ, რას ნიშნავს დაღლილობა



როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
539
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0