x
image
intermedia.ge
Mediator image
#ქართულიზაფხული - "პალიტრა მედია" სასტუმროების მფლობელებს უფასო რეკლამას სთავაზობს
image


მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი აიკ­რძა­ლა, სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის რის­კის წი­ნა­შე დად­გა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ამ რის­კის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა გა­და­წყვი­ტა და შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბას უცხო­ე­თის ნაც­ვლად სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს, ასე­ვე მო­უ­წო­დებს უცხო­ელ მე­გობ­რებს, სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რონ ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად.


image



"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი" იზი­ა­რებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მუხტს და შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, იწყებს უპ­რე­ცე­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას -#ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­რეკ­ლა­მო სივ­რცეს უსას­ყიდ­ლოდ და­უთ­მობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ებ­სა თუ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს.

კამ­პა­ნი­ა­ში #ქარ­თუ­ლი­ზა­ფხუ­ლი "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" რამ­დე­ნი­მე პლატ­ფორ­მა ჩა­ერ­თვე­ბა, მათ შო­რის: ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი", ვებ-გვერ­დი AMBEBI.GE, გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა". შე­სა­ბა­მი­სად, სას­ტუმ­რო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია და მეტ ქარ­თველს მი­აწ­ვდი­ნონ ხმა, იმის­თვის რომ შიდა ტუ­რიზ­მით მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და­ინ­ტე­რეს­დეს.

3
42
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
42
  
2019, 27 ივნისი, 22:05
კარგია
2019, 27 ივნისი, 19:05
ჩვენც:)
2019, 27 ივნისი, 19:02
და ინტერმედია? :)
0 1 3