სხვა ნახეთ, როგორ გამოიყურებიან იმ ავტორიტეტული მოღვაწეების შთამომავლები, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს 2019, 27 ივნისი, 15:01 ![]() ცნობილი, ისტორიული პიროვნებები ალბათ, ყველა ჩვენგანში რაღაც მიუწვდომლობის, ზეაღმატებულობისა და არაამქვეყნიურობის უჩვეულო განცდას იწვევევენ. თუმცა, ეს ადამიანები ზოგიერთისთვის, ჩვეულებრივი, რიგითი ბებიები და ბაბუები იყვნენ, რომელთანაც მათ თბილი, ყოველდღიური ურთიერთობა აკავშირებდათ. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად, ისტორიული პიროვნებების შთამომავლებს საკუთარ წინაპრებთან კონკურენციის გაწევა არ ძალუძთ.. თუმცა, ამ მოსაზრების სიმცდარეში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი მათი შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ყოფასა და მოღვაწეობას თვალს კარგად მივადევნებთ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი თავიანთი ცნობილი ნათესავების კვალს არ გაჰყვა, თუმცა ამით ისინი საზოგადოებისთვის ნაკლებად მიმზიდველები და უინტერესოები ნამდვილად არ გამხდარან. მოდით, ერთად ვნახოთ როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ ავტორიტეტული ისტორიული მოღვაწეების შთამომავლები. მაშ ასე, დავიწყოთ!ბელა ფროიდი (დიზაინერი) - ზიგმუნდ ფროიდის შვილთაშვილი![]() ბერნჰარდ ცეზარ აინშტაინი (ფიზიკოსი) - ალბერტ აინშტაინის შვილიშვილი![]() შარლ ნაპოლეონ ბონაპარტი (ეკონომისტი, ფინანსისტი, პოლიტიკოსი) - ნაპოლეონ ბონაპარტის შთამომავალი![]() პალომა პიკასო (დიზაინერი) - პაბლო პიკასოს არაკანონიერი ქალიშვილი![]() ალესანდრა მუსოლინი (მსახიობი, მოდელი, პოლიტიკოსი) - ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი![]() ნიკოლას სომსი (პოლიტიკოსი) - უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი![]() ელეტრა როსელინი (მოდელი) - ინგრიდ ბერგმანის შვილიშვილი![]() ლიდია გევარა (მუსიკოსი, მსახიობი) - ერნესტო ჩე გევარას შვილიშვილი![]() კამილა გოტლიბი (ფოტოგრაფი) - გრეის კელის შვილიშვილი![]() 778 1-ს მოსწონს |