x
,,ეს ქართველი დიზაინერის ძლევამოსილი გამარჯვებაა" – ლეიდი გაგა აკა პროდიაშვილის სამოსში გამოწყობილი წარუდგა საზოგადოებას
ახალბედა ქართველი დიზაინერის აკა პროდიაშვილის შემოქმედებამ ლეიდი გაგას ყურადღება მიიპყრო.


24 ივნისს, ნიუ იორკის ერთ-ერთი სასტუმრო ლეიდი გაგამ აკა პროდიაშვილის მიერ შექმნილი ტანისამოსით დატოვა, რომელიც აკას 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაში იქნა წარმოდგენილი. “ეს ქართველი დიზაინერის ძლევამოსილი გამარჯვებაა“ -ასე აფასებს ამ ფაქტს ჟურნალი ვოგი.


23 წლის აკას განსაკუთრებული, ავანგარდული სტილი აქვს და ცდილობს მუდმივად გაუსვას ხაზი ლგბტქ-ის მხარდაჭერას.


2019 წელს აკა ცნობილი ბრიტანული ჟურნალისა და ონლაინ გამოცემის Dazed & Confused –ის 2019 წლის ასეულში მოხვდა. აღნიშნული ჟურნალი ასეულს ადგენს იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც გაბედეს და კულტურული სტიგმები დაამსხვრიეს.


image

0
198
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0