,,ძვირფასო სახლო, გვაპატიე“ – ხმები ჩერნობილიდან, 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ციტატა
აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დასამახსოვრებელ ფრაზას წიგნიდან “ Voices from Chernobyl” ( ხმები ჩერნობილიდან), რომელიც ზუსტად აღწერს ადგილობრივების მიერ გადატანილ პირად ტრაგედიას.
წიგნის ავტორია ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსიელი სვეტლანა ალექსიევიჩი.
ალექსიევიჩმა ჩერნობილის ტრაგედიის 500-ზე მეტი თვითმხილველი (მათ შორის მეხანძრეები, პოლიტიკოსები, ექიმები, ფიზიკოსები და ჩვეულებრივი მოქალაქეები) მოინახულა 10 წლის განმავლობაში და აღნიშნული ნაწარმოები მათი ნაამბობიდან გამომდინარე დაწერა.
- სიკვდილი ყველაზე სამართლიანი მოვლენაა სამყაროში. მას ვერავინ გაექცევა. დედამიწა ყლაპავს ყველას - კეთილს, ბოროტს, ცოდვილს. არ არსებობს სამართლიანობა დედამიწაზე, გარდა სიკვდილისა.
- ხალხი მეკითხება: “რატომ არ იღებთ ფერად ფოტოებს?“ თუმცა ჩერნობილი ხომ სიტყვასიტყვით ნიშნავს შავ მოვლენას, რომელსაც სხვა ფერი უბრალოდ არ გააჩნია.
- ვერ მიჩვენებთ ფანტასტიკური ჟანრის რომანს ჩერნობილის შესახებ, არ არსებობს! ვინაიდან რეალობა ბევრად ფანტასტიკურია.
- ჩერნობილი ომთა ომია. არ არსებობს ადგილი, სადაც დაიმალები.
- ხარ ჩვეულებრივი ადამიანი. პატარა ადამიანი. შენც ისეთივე ხარ, როგორებიც სხვები არიან _ დადიხარ სამსახურში, ბრუნდები სამსახურიდან. იღებ საშუალო ხელფასს, წელიწადში ერთხელ მიდიხარ შვებულებაში. შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ! და შემდეგ, ერთ დღესაც, გადაიქცევი ჩერნობილელ ადამიანად, ცხოველად, რომლის მიმართ ყველას აქვს ინტერესი, თუმცა რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის.
- მე აღმოვაჩინე, რომ ტრაგედიები ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად და ბუნებრივად ხდება.
- აი ასე დაიწყო... ჩვენ არ დაგვიკარგავს ქალაქი, ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება დავკარგეთ.
- მე არ მეშინია ღმერთის, მე მეშინია ადამიანის.
- ადამიანი სიკვდილთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ის მას ვერ აცნობიერებს.
- ჩვენ ვნახეთ წარწერები კარებზე: “ძვირფასო ადამიანო, გთხოვ ნუ დაიწყებ ძვირფასი ნივთების ძებნას სახლში, ჩვენ ისინი არასდროს გვქონია. გამოიყენე რაც გენებოს, თუმცა ნუ წაბილწავ ადგილს, ჩვენ დავბრუნდებით“, ვნახეთ აგრეთვე შემდეგი სახის წარწერებიც, სხვადასხვა ფერებით დაწერილი “ძვირფასო სახლო, გვაპატიე“!
!