საქართველო გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება (?!) 2019, 26 ივნისი, 0:29 გამთენიისას 20 ადამიანის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის იქნებიან "ევროპული საქრთველოს" ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა და ასევე, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. დღეს პროკურატურამ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო ორგანო მისთვის ბრალის წარდგენას 26 ივნისს გეგმავს. 225 2-ს მოსწონს
|