x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ყაზბეგში ელექტრონული ფესტივალი ჩაიშალა-ადგილობრივებმა საფესტივალო ტერიტორია დაარბიეს
image

სტეფანწმინდაში ასეულობით ადგილობრივმა დაარბია საფესტივალო ინვენტარი, რომელიც ელექტორნული მუსიკის Mountain Set: Kazbegi-ის სამდღიანი ფესტივალისთვის იყო განკუთვნილი.


როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ადგილობრივები აქამდეც იმუქრებოდნენ, რომ არ მისცემდნენ ფესტივალის გამართვის საშუალებას, მათი განცხადებით "ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ უნდა დადგან".


ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს.



"პიდარასტების თუ რაღაც ელჭიპიტი არსებების, წადებილო ელემენტების და სირისტიანი ხალხი საყურადღებოდ მინდა ვთქვა..არ გაბედოთ გუდაურში ამოსვლა და კაზანტიპისა თუ რაღაც დომხალ ცვანცების მოწყობა, თორემ ყაზბეგიდან მახეევეების მთელი ლაშქარი მოდის.."-ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში Mountain Set: Kazbegi-ის ორგანიზატორებს.

image

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, (25 ათასი ლარი)ფესტივალის ორგანიზატორები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.


ფესტივალი სახელმწიფოს მიერ არ არის დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მხრიდან.


ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალი ბიდარას ტერიტორიაზე, 28; 29 და 30 ივნისს იყო დაგეგმილი.


image

0
140
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0