მცხეთა მთიანეთი ყაზბეგში ელექტრონული ფესტივალი ჩაიშალა-ადგილობრივებმა საფესტივალო ტერიტორია დაარბიეს 2019, 25 ივნისი, 15:19 ![]() როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ადგილობრივები აქამდეც იმუქრებოდნენ, რომ არ მისცემდნენ ფესტივალის გამართვის საშუალებას, მათი განცხადებით "ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ უნდა დადგან". ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს. "პიდარასტების თუ რაღაც ელჭიპიტი არსებების, წადებილო ელემენტების და სირისტიანი ხალხი საყურადღებოდ მინდა ვთქვა..არ გაბედოთ გუდაურში ამოსვლა და კაზანტიპისა თუ რაღაც დომხალ ცვანცების მოწყობა, თორემ ყაზბეგიდან მახეევეების მთელი ლაშქარი მოდის.."-ასე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში Mountain Set: Kazbegi-ის ორგანიზატორებს. ![]() ფესტივალი სახელმწიფოს მიერ არ არის დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მხრიდან. ელექტრონული მუსიკის სამდღიანი ფესტივალი ბიდარას ტერიტორიაზე, 28; 29 და 30 ივნისს იყო დაგეგმილი. ![]() 140 6-ს მოსწონს
|