ასტროლოგია ყველაზე ცუდი და ზარმაცი დიასახლისები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2019, 25 ივნისი, 12:10 ტყუპები-ეს ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თვითონვე ამტკიცებენ საერთოდ არაა საშინაო საქმეებისთვის შექმნილი, ეს იქნება საჭმლის მომზადება, თუ სახლის დალაგება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლი დაულაგებელი აქვს, მთავარი მისთვის პროცესის ორგანიზება, არ უყვართ სახლში ჭამა, მაგრამ თუ სტუმრებს ელოდება, იცოდეთ, რომ მაგიდა ხორაგით გადაჭედილი იქნება, ვინ დაეხმარება ამაში მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი, რომ შედეგი მიიღოს, ტყუპები კომუნიკაბელურები და ურთიერთობის მოყვარულები არიან, ამიტომ მასთან ხშირია სტუმრიანობა, თვითონ თავს არ შეიწუხებს იატაკის მოწმენდით თუ სალათის დაჭრით, თუმცა სახლი მაინც დალაგებული დაგხვდებათ, ძირითადად სხვისი დახმარებით. მერწყული-თუ მოულოდნელად ეწვევით მერწყულს, დიდი ალბათობით ბინა არეული დაგხვდებათ, ნივთები აქეთ-იქით იქნება მიმოფანტული, ხოლო ნიჟარა გასარეცხი ჭურჭლით იქნება სავსე..მერწყულს არ უყვარს საშინაო საქმეები, უმეტეს წილად არ იცის საჭმლის მომზადება, მაცივარში თუ რაიმე უდევს ან ნახევრადფაბრიკატია, ან რაიმე სწრაფი მომზადების პროდუქტი, მაქსიმუმი რაც შეუძლია, ესაა პროდუქტის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება. ვერძი-საოცარია, იციან ყველაფერი, მაგრამ გაკეთება ეზარებათ, სიამოვნებით აგიხსნიან, თუ რომელი ფანჯრის საწმენდი სითხე უნდა შეიძინოთ, რომელი საპრიალებელი მოუხდება თქვენს ავეჯს, სად იყიდოთ ლამაზი ხელსახოცი ან სუფრა, თუმცა, რომ მოგეხმარონ საშინაო საქმეებში, ძალზე საეჭვოა, ათას რამეს მოიმიზეზებენ....ურჩევნიათ დივანზე წამოკოტრიალებულებმა მოგცეთ რჩევები. 454 4-ს მოსწონს
|