x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
დაკარგულ ქალაქში აღმოჩენილია ახალი ეკოსისტემა, რომელშიც უამრავი "გადაშენებული" არსება აღმოაჩინეს!

დღემდე ინფორმირებული ვიყავით იმის შესახებ, რომ რამოდენიმე არსება დედამიწიდან გადაშენდა, თუმცა ახლად აღმოჩენილ დაკარგულ ქალაქში მეცნიერებმა უახლეს ეკოსისტემას მიაგნეს, სადაც გადაშენებული ცხოველების რამოდენიმე სახეობას მიაგნეს. ეს ძალიან სასიამოვნო სიახლეა მთელი მსოფლიოსთვის.


image

დეტალებს წარმოგიდგენთ ოფიციალურად independent.co.uk -დან...



მეცნიერთა ჯგუფმა ჰონდურასში მდებარე ტროპიკულ ტყეებში აღმოაჩინა დაკარგული ქალაქი, სადაც ახალ ეკოსისტემას მიაგნეს. ახალ ეკოსისტემაში უამრავი სახეობის ცოცხალი არსება დაფიქსირდა.

image


მეცნიერებმა 3 კვირიანი კვლევა ჩაატარეს მოსკიტოს ტყეებში მდებარე დაკარგულ ქალაქში, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც Lost City of the Monkey God” და “White City”. კვლევის დასასრული მოულოდნელი აღმოჩნდა - ადგილზე პეპლის, ქვეწარმალვების და ღამურების სხვადასხვა სახეობები აღმოაჩინეს.





მეცნიერების უმნიშნველოვანეს აღმოჩენებს შორის არის 3 სახეობა, რომელიც დღემდე დედამიწაზე ყველას გადაშენებული ეგონა. ესენია:


* მოწყენილსახიანი ღამურა

* Rhinobothryum Bovallii - მარჯნის გველი


* ვეფხვისმაგვარი ხოჭო (დარჩენილი იყო მხოლოდ ნიკარაგუაში)

image






Conservation International's Rapid Assessment Programme (RAP) - ის მენეჯერის ტრონდ ლარსენის განცხადებით, ჯგუფი შოკირებული იყო ამ სახეობების აღმოჩენით, რომელიც დაკარგულ ქალაქში შენიშნეს.

image

ლარსენი: "თეთრი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ადგილია დედამიწაზე, სადაც კაცობრიობას ხელი არ მიუწვდება და შედეგიც სახეზეა... ამიერიდან უფრო მკაცრად დავიცვავთ ამ გარემოს"






გარდა ამისა, (RAP) -მა დღემდე დაუფიქსირებელი 22 სახეობა კიდევ აღმოაჩინა ჰონდურასის ამ რეგიონში.

image


ერთ-ერთი მათგანი "გიგანტური ამერიკული მწვანე თუთიყუშია". ხოლო დანარჩენი საერთოდ ახალ სახეობების კატეგორიას ეკუთვნის, განსაკუთრებით ყურადღება ექცევა "Livebearer - ის სახელწოდების თევზს". კვლევის შედეგად, ჯამში 246 სახეობის პეპელა, 30 სახეობის ღამურა და 57 სახეობის ქვეწარმავალი აღმოაჩინეს.





ადგილის აღმოსაჩენად უამრავი კვლევა იყო ჩატარებული. ლარსენის განცხადებით, ეს ადგილი კოლუმბის პერიოდზე ბევრად უფრო ძველია და საუკუნებიის მანძილზე ნაგულისხმევ რეგიონში (თეთრი ქალაქი) ადგილობრივები ცხოვრობდნენ.

image


გარემოებიდან გამომდინარე, მეცნიერთა ჯგუფს ვერტმფრენით მოუწიათ მოგზაურობა, გარდა ამისა, მათ შეიარაღებული სპეც-დანიშნულების სამსახურის რამოდენიმე წევრი იცავდა. მიზეზი კი ბრაკონიერები და ნარკობარონები არიან, რომლებიც ჰონდურასში ამ ტყეებით ხშირად სარგებლობენ. ჰონდურასის პრეზიდენტმა ტყე ოფიციალურად დაიცვა, თუმცა არაკონიერი ქმედებები მალულად მაინც ხორციელდება, მაგრამ ამიერიდან ტყის, ქალაქის და ეკოსისტემის დაცვა გაათმაგებულ რეჟიმზე გადავა. მეცნიერები გადარჩენილი სახეობების შენარჩუნებას და მათ გამრავლებას შეეცდებიან.


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი!

image




ტესტი - რამდენად კარგად იცით მეორე მსოფლიო ომის ისტორია?

image





ამერიკული დოლარი მეცხრე პოზიციაზეა - მსოფლიოს ყველაზე ძლიერი 10 ვალუტა!

image





თურქული პრესა: "ქართველები კვლავ თავისუფლებისთვის იბრძვიან"

image





15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში (ნაწილი 1 - ტოპ 8 სახელმწიფო)

image





0
1010
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0