საქართველო თურქული პრესა: "ქართველები კვლავ თავისუფლებისთვის იბრძვიან" 2019, 21 ივნისი, 21:26 თურქული a haber, onedio, atv და sabah.com მთავარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქვეყნებენ. მათივე დასათაურებით, ქართველი ხალხი კვლავ თავისუფლებისთვის იბრძვის, რაც რუსული დელეგაციის მოულოდნელ სტუმრობამ გამოიწვია. როგორც onedio იუწყება, საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლა ხელისუფლების გადამწყვეტი შეცდომა აღმოჩნდა. პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანი ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. გარდა ამისა, მთავრობის პირების ბრძანებით, პოლიციამ მოქალაქეების მიმართ გამოიყენა რეზინის ტყვიები და მომწმლავი აირი, რის შედეგადაც 70 -ზე მეტი მოქალაქე დაიჭრა, მათ შორის ჟურნალისტები და სტუდენტებიც არიან. AA-ს ინფორმაციით, პოლიცია ქართველ ჟურნალისტებს არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ხოლო ქართველები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ოფიციალურად atv - მთავარ გვერდს უთმობს საქართველოში მიმდინარე დაძაბულობას და შემდეგნაირად ასათაურებს: "პატარა საქართველო კვლავ მსოფლიო გიგანტს ებრძვის". როგორც atv - იუწყება, ქართველები ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ, რაც გავრილოვის პარლამენტში სტუმრობამ გამოიწვია. sabah.com -ის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მედიას თავისუფლება წაართვა და მთერი შემოიყვანა. sabah -ი ასევე იხსენებს რუსეთსა და საქართველოს შორის ომს, რომელიც 2008 წელს მოხდა. <<<<< სხვა თემები >>>>>15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში (ნაწილი 1 - ტოპ 8 სახელმწიფო) ჰოლივუდის სამყაროს მარტოხელა პრინცი, რომელსაც ცხოვრება სასტიკად ექცევა! როგორც რომანტიკულ ფილმებში ხდება: ლიონელ მესის და ანტონელა რაკუზოს სიყვარულის ისტორია მღვდელმა გზის პირას მიტოვებული ჩვილი იპოვა... რეალური ისტორია საინტერესო დეტალებით! ვაკანსია - მალდივებში ზღვის კუების მომვლელს ეძებენ, პირობები: კარგი ხელფასი, დასვენება და პრემიები 505 3-ს მოსწონს
|