x
image
მაია 24
სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები, ის ქმნის მორჩილებს, რომლებიც ეგუებიან რეჟიმებს - რატომ გვაჩვევენ ბავშვობიდან ავტორიტეტებს
image


მასწავლებლებო, ნუ ასწავლით ბავშვს რა იფიქროს, ასწავლეთ როგორ იფიქროს!


მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რეფორმები ჩატარდა განათლების სისტემაში, უმთავრესი სასკოლო სენი - ავტორიტეტების სრულ ჭეშმარიტებად მიღება, კვლავ საშინელ სენად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხშირად გვესმის ფრაზა "ყველა ბავშვი ინდივიდუალურია", სკოლა მაინც რჩება მანქანად, ბავშვები კი კონტეინერებად, რომელშიც მასწავლებლები ათასჯერ გადაღეჭილ, მემკვიდრეობით მიღებულ ინფორმაციას დებენ. მასწავლებლები ასწავლიან საგნებს, იმის ნაცვლად რომ ასწავლონ, როგორ ისწავლოს.

სკოლის ეს ქარხნული მოდელი, რომელიც აკადემიურ და ეკონომიკურ ელიტიზმზეა მორგებული, სისტემისთვის შესანიშნავ - გულუბრყვილო, მორჩილ და მშრომელ ადამიანებს ქმნის, რომლებიც ბავშვობიდანვე მიეჩვივნენ რეჟიმთან შეგუებას. ბავშვები კრეატიული, ცოცხალი არსებები კი არა მანქანაზე შეყრილი პროდუქციაა, რომელიც ერთნაირად უნდა მოიჭრას სისტემასთან შესაგუებლად. სისტემას არ სჭირდება მოაზროვნეები. სისტემას არ სჭირდება ადამიანები, ვინც მათ მეთოდებს დაუწუნებს. მას სჭირდება ხალხი, ვისი მართვა და კონტროლი ადვილია. ამიტომ ბავშვობიდანვე აჩვევს ავტორიტეტებს.

image



თანამედროვე ეპოქამ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა. ინფორმაცია, რომელსაც ადრე ფლობდნენ მასწავლებლები, ახლა ნებისმიერი ჩვენგანისთვის სახლიდან გაუსვლელადაა ხელმისაწვდომი, ამიტომ მასწავლებლის როლი დღევანდელ ეპოქაში მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. მასწავლებელი უნდა იქცეს მედიატორად, მან უნდა დასვას შეკითხვები და მისცეს მიმართულება მოსწავლეებს, სად შეიძლება და როგორ ამ შეკითხვებზე პასუხის პოვნა. რაღაცის სწავლა, მხოლოდ ძიების პროცესით არის შესაძლებელი. ბავშვები უნდა წავახალისოთ თავად მოიძიონ პასუხები, მათ სწავლის საშუალება უნდა მივცეთ, აზროვნების საშუალება.

კარგად ჩამოყალიბებული შეკითხვა იმაზე მეტ ცოდნას აძლევს ბავშვებს, ვიდრე უკვე გაცვეთილი პასუხებია. სწავლის პროცესისთვის არსებითია დიალოგი, დებატები, კამათი და მსჯელობა. "ავტორიტეტული" აზრებიც მხოლოდ ერთ-ერთ ალტერნატივად უნდა შევთავაზოთ მათ, მხოლოდ თემად, რომელთან დაკავშირებითაც მან საკუთარი აზრი უნდა გამოთქვას. სხვისი აზრებით კი არ უნდა გამოვუტენოთ თავი, დასკვნების გამოტანა უნდა ვასწავლოთ, საკუთარი აზრების ჩამოყალიბება უნდა ვასწავლოთ…

image


ბევრი ყვირის, კრიტიკული აზროვნება შეუძლებელია ისწავლებოდეს სკოლაშიო, მასწავლებლებსაც დიდი ამბიციები აქვთ…. სოკრატე ალბათ წარბს ასწევდა და იტყოდა, როგორც მაშინ საუკუნეების წინ: "მე ვერავის ვერაფერს ვასწავლი, მხოლოდ ის შემიძლია გასწავლოთ, როგორ ისწავლოთ". ყველა ჭეშმარიტი მასწავლებლის ფუნქციაც ეს არის - ასწავლოს, როგორ ისწავლოს!


ასევე დაგაინტერესებთ:


7 ცუდი საქციელი, რომლის ჩადენაც ცხოვრებაში აუცილებელია


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
671
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
671
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0