x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სალომე ზურაბიშვილი:აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !
image

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:



"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!


აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !
და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?"-წერს სალომე ზურაბიშვილი.


image

შეგახსენებთ, თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.მათ შორის არის რუსი დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი და ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელმაც დღეს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან მიმართა დელეგატებს და "ქართული ოცნების" წევრს- ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

image

ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ოპოზიციაში, ასევე საქართველოს მოქალაქეებში, გაიმართა საპროტესტო აქციები.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

სასტუმრო „რედისონთან“ ამჟამად პოლიცია მობილიზებული, სადაც რუსი დეპუტატების დელეგაცია იმყოფება, ადგილზე არიან აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ელოდებიან როდის დატოვებენ რუსი დეპუტატები შენობას.

თავად გავრილოვმა განაცხადა, რომ მის შესახებ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია თითქოს ის აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ომებში მონაწილეობდა.

გავრილოვი ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ სამხედრო კონფლიქტში არასდროს მიუღია მონაწილეობა. „საქართველოსა და რუსეთს ძმური მართლმადიდებლური კავშირები აერთიანებთ", - აცხადებს გავრილოვი.

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0