სხვა მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი შენობა-ნაგებობები (ფოტოებით-ნაწილი II) 2019, 19 ივნისი, 16:08 მსოფლიოში უამრავი საინტერესო შენობა-ნაგებობაა, რომელთა ხილვა დიდი სიამოვნებაა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
1. გუგენჰაიმის მუზეუმი.ესპანეთი. ესპანეთის ქალაქ ბილბაოში არსებული ეს უზარმაზარი აბსტრაქტული ფორმის შენობა მსოფლიოში ცნობილი მუზეუმია, რომელშიც დაცულია სოლომონ გუგენჰაიმის ხელოვნების ნიმუშები. მუზეუმის რამდენიმე დარბაზი ხშირად ეთმობა თანამედროვე მხატვრების გამოფენებს. შენობის პროექტის ავტორი ამერიკელი არქიტექტორი ფრენკ გარია, რომლის იდეით, შენობა “მომავლის გემის" იმიტაციაა.მუზეუმი 1997 წელს გაიხსნა. 2.“შენობების თავდასხმა".ვენა გაუგებრობები და უთანხმოებები შესაძლებელია შენობებს შორისაც წარმოიშვას, ამის გამოხატულებაა ვენაში არსებული ეს ნაგებობა, რომელსაც სწორედ “შენობების თავდასხმა" ეწოდება.პროექტის ავტორია ერვინ ვურმი.მისი ძირითადი განსაკუთრებულობა გარე კონსტრუქციაა.მაღალი შენობის სახურავზე არის პატარა შენობა, რომელიც თითქოს ციდან დაეცა პირველს. ორიგინალური შენობა 2006 წელს გაიხსნა და იქ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია განთავსებული. 3.საჰაერო ძალების აკადემიის სამლოცველო. აშშ. ამერიკაში, კერძოდ, კოლორადოს შტატში არსებული ეს შენობა სულაც არ ჰგავს რელიგიურ დაწესებულებას, მაგრამ იგი საჰაერო ძალების აკადემიის სამლოცველოა. ეს საოცარი ნაგებობა 1962 წელსაა აშენებული, ხოლო 2004 წლიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება. ორსართულიანი სამლოცველოს სიმაღლე 26 მეტრია, მისი წვრილი ცწვეტები კი 46 მეტრს აღწევენ.
4.Fujy-Tv-ის საზოგადოების შენობა.იაპონია. ტოკიოს უამრავ უჩვეულო ნაგებობათა შორის აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ Fujy Tv-ის შენობა.იგი 1997 წელს ააშენეს ხელოვნურ კუნძულ ოდაიბაზე.შენობის სიმაღლე 125 მეტრია.ნაგებობის ყველაზე ორიგინალური დეტალი უზარმაზარი სფეროა.
5. ორლანდოს მუზეუმი.კანადა. ამ შენობის შემხედვარე, ალბათ, ბევრი იფიქრებს, რომ ის სადაცაა ჩამოიშლება.ასეთ წარმოდგენას ქმნის ხელოვნურად შექმნილი ბზარების იმიტაცია ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მუზეუმის ფასადზე. შენობა არის გამოხატულება 1812 წელს ორლანდოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა, რომელმაც ქალაქის უამრავი შენობა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. მუზეუმი ისეთივე საინტერესოა შიგნითაც, როგორც გარედან. P.s. თქვენთვის საინტერესო იქნება: 1.მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი ნაგებობები (+ფოტოები 407 2-ს მოსწონს
|