საერთაშორისო მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალი დანაშაული 2019, 19 ივნისი, 14:12 1971 წელს, თვითმფრინავში, რომელლიც სიეტლიდან პორტლენდში მიფრინავდა, ავიდა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, თხელი მამაკაცი, მზის სათვალით. გარეგნულად მამაკაცი 40-45 წლის იყო. იმ დროს ბილეთზე სახელის მითითება ხდებოდა მგზავრის კარნახით, პასპორტი არ იყო საჭირო ფრენისთვის. იდუმალ მგზავრს დენ კუპერი ეწერა ბილეთში. კაცმა თვითმფრინავის სალონი შეათვალიერა და ბოლოში დაჯდა. თვითმფრინავის სიმაღლეზე ასვლის შემდეგ მან შეუკვეთა ბურბონი, სიგარეტს მოუკიდა და სტიუარდესას გადასცა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თვითმფრინავი გატაცებულია. მან მოითხოვა 200 ათასი დოლარი გამოსასყიდი, იმავე დროს, შეშინებულ სტიუარდესას აჩვენა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ჩანთა. თვითმფრინავი დაეშვა, ხელისუფლებამ გაცვალა მგზავრები შეთანხმებულ თანხაში, რის შემდეგაც თვითმფრინავი ისევ აფრინდა ცაში და მექსიკის მიმართულებით გაემართა დაბალ სიმაღლეზე და დაბალი სიჩქარით. დენ კუპერი 3000 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა თვითმფრინავიდან, მასთან ერთად ყველა მტკიცებულებასთან ერთად. რა თქმა უნდა, მას მერე არავის უნახავს არც ეს ადამიანი და არც ეს 200 000 დოლარი. კრიმინალ კუპერს ეძებდა პოლიციის ყველა ნაწილი, ფედერალური გამოძიების ბიურო და სამხედრო შეიარაღებული ძალები, თუმცა, იდუმალი მგზავრი ვერ იქნა ნაპოვნი. რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ-ერთმა გაზეთმა მიიღო წერილი, რასაც ხელს აწერდა დენ კუპერი. ამ წერილში მან ახსნა თავისი საქციელი, რომ მას სურდა დარჩენილი სიცოცხლის 14 თვე არ გაეტარებინა სიღარიბეში.. 2016 წელს დენი კუპერის საქმე საიდუმლოების გახსნის გარეშე დაიხურა. ვინ იყო ეს საიდუმლო ადამიანი? იქნებ ის იყო ერთ-ერთი სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი? ბევრმა თქვა, რომ ეს მან არ დაწერა, ზოგი დარწმუნებული იყო, რომ ის ტყეში დაიღუპა, სადაც დაეშვა. ვიღაცა მიიჩნევდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობდა. 1980 წელს, ჰაროლდმა და ბრაიან ინგრემმა კოლუმბიის მდინარის სანაპიროზე აღმოაჩინეს 20-დოლარიანი კუპიურების რამდენიმე ყუთი, რომელიც სავარაუდოდ დინებამ ჩრდილოეთიდან მოიტანა. სულ აღმოჩნდა 6000 დოლარი. საინტერესოა, რომ კუპერის მთელი გამოსასყიდი გაცემული იყო 20 დოლარიანი კუპიურებით. მოგვიანებით, ექსპერტმა ბანკნოტების ნომრები შეამოწმა და დაამტკიცა, რომ ეს ფული ტერორისტის მიერ მიტაცებული ფულის ნაწილი იყო. გადარჩა თუ არა დენ კუპერი, ან სად წავიდა დანარჩენი ფული, ეს ყველაფერი რჩება ისევე საიდუმლოდ, როგორც მრავალი წლის წინ. როგორც ჩანს, ეს იდუმალი საქმე არასდროს არც გაიხსნება. 720 3-ს მოსწონს
|