x
image
klopka
ფრინველთა სანახაობის ბრწყინვალე ვარსკვლავი

imageფარშევანგი თავმომწონედ
გამოდის ბრწყინვალე „ფარდის“ — საკუთარი კუდის — ფონზე, თითქოს ახალი საესტრადო
წარმოდგენის ვარსკვლავი იყოს. მის მშვენიერ კუდს, რომელიც ზურგიდან ეზრდება და ტანზე
ხუთჯერ გრძელია, მზის სხივები მეტ ბრწყინვალებას მატებს.

ეს დიდებული სანახაობა
მამალი ფარშევანგის სამიჯნურო რიტუალია. წარმოდგენა კულმინაციას აღწევს, როცა შთაბეჭდილების
გასაძლიერებლად ფარშევანგი კუდს ისე არხევს, რომ ის მარაოსავით შრიალებს. განა შეძლებს
მომავალი პარტნიორი, უარი თქვას ასეთ მიჯნურზე, რომელიც, როგორც ამბობენ, „მსოფლიოში
ყველაზე შთამბეჭდავ რეკლამას“ უკეთებს საკუთარ თავს?


imageმამალი ფარშევანგი არა
მხოლოდ მომავალი პარტნიორისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც აწყობს ასეთ სანახაობას.
„ნატურალისტები ამტკიცებენ, რომ მამალი ფარშევანგის თავმომწონე წარმოდგენა უფრო ხშირი
და ხანგრძლივია ადამიანთა ჯგუფისთვის, ვიდრე დედალი ფარშევანგისთვის“, — ნათქვამია
ერთ–ერთი წიგნში (Wonders of Peacocks). ფარშევანგის საარაკოდ ქცეული სიამაყე შეიძლება
იმას უკავშირდება, რომ ის ყოველთვის მზადაა, თავისი სილამაზე გამოფინოს.

რატომაც არა? მას ხომ
მართლაც ბევრი რამ აქვს საჩვენებელი. ფარშევანგის გრძელი კუდის ბუმბულები, რომლებიც
ბრწყინვალე „თვალებითაა“ დამშვენებული, განსხვავებული სიგრძისაა, რისი საშუალებითაც
ის იდეალური ფორმის „მარაოს“ შლის. მზის სხივების დახრილობის მიხედვით მისი ბუმბული
სპილენძისფერიდან, ვერცხლისფერიდან და ოქროსფერიდან მუქ ლურჯ–მწვანესა და იისფერში
გადადის.


დასავლეთის ქვეყნებში,
სადაც ფარშევანგები სეირნობისა და გაბღენძილი სანახაობების მოწყობის მეტს არაფერს აკეთებენ,
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ ფრინველებს სხვა სარგებლობა არ მოაქვთ. მშობლიურ ინდოეთში
კი სოფლის მცხოვრებლები აფასებენ მათ, რადგან პატარა კობრებსა და სხვა შხამიან გველებს
ანადგურებენ. რადგანაც ფარშევანგზე, როგორც ჩანს, არ მოქმედებს კობრის შხამი, აღმოსავლეთში
ის ღვთაებრიობისა და უკვდავების სიმბოლოდ იქცა.


დაახლოებით
3 000 წლის წინათ ფარშევანგი ძალიან ძვირად ფასობდა ახლო აღმოსავლეთში. რამდენიმე
საუკუნის შემდეგ ფარშევანგებმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ალექსანდრე მაკედონელზე,
რომ თავის ჯარისკაცებს მათ მოკვლას უკრძალავდა.


დღესაც, ფარშევანგების
განუმეორებელი სანახაობით ცოტა თუ რჩება გულგრილი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ
სანახაობის ავტორი. როგორც მხატვრის ხელოვნება აისახება მის ნამუშევარში, ასევე ნათლად
ჩანს ჩვენი შემოქმედის მხატვრული ორიგინალობა ამ ულამაზეს შედევრში.image


1
436
2-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
436
  
2012, 24 ივლისი, 18:42
მშვენიერია
0 1 1