არქიტექტურა ქალაქი სადაც ყვითელი ფერი დღესასწაულობს 2019, 17 ივნისი, 14:06 ცენტრალურ ვიეტნამში არსებობს უძველესი ქალაქი – ჰოი ენ, სადაც წარმოდგენილია დიდი ფრანგული კოლონიური სახლები, იაპონიის ტაძრები და ჩინურ ხის მოვაჭრეთა სახლები. კულტურისა და არქიტექტურული სტილის შერწყმის გარდა თვალშისაცემია ოქროსფერი და ყვითელი ტონები. არსებობს აზრი იმის შესახებ, თუ რატომ არის ამ ქალაქში არსებული შენობები ყვითელი.ზოგიერთი მიიჩნევს რომ ეს არის უბრალოდ მემკვიდრეობა უძველესი ქალაქის, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ ყვითელი ტონი განპირობებულია პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, რადგან ღია ყვითელი ნაკლებად შთანთქავს სითბოს, რაც ვიეტნამის ტენიანი, ტროპიკული კლიმატისთვის იდეალურია. ყვითელი ფერის ტონი ვიეტნამის კულტურაში ძალიან პატივსაცემია, რომელიც თვითგამოხატულებაა სიგიჟის, სიამაყის სიმდიდრისა და პატივისცემის. ქალაქ ჰოი ენ-ში დაახლოებით 1, 000 -მდე უძველესი შენობებია, რომელთაგან 844 იუნესკოს სიაში არის შესული მათი ისტორიული მნიშვნელობის გამო. ეს არის ქალაქი, რომელიც გახლავთ სტუდია ღია ცის ქვეშ, სადაც სინათლე და ყვითელი კედლები სრულ სუბიექტს ქმნიან ნებისმიერი საგნისთვის, რომელიც მუდმივად გაოცებთ და შთაგაგონებთ. 61 1-ს მოსწონს
|