ფოტოგრაფია ფერადი მისტერიები ირანიდან,რომლის შესახებაც არ იცოდით 2019, 17 ივნისი, 12:16 ირანის სამხრეთ სანაპიროზე ჰორმოზგანის პროვინციაში მცხოვრები ხალხი ცნობილია, როგორც ''ბანდარი''-ის სახელწოდებით.აღნიშნულ რეგიონზე გვხვდება სხვადასხვა ეთნიკური და კულტურის მქონე ადამიანები :აფრიკელები, არაბები, ინდოელები და სპარსები.წარმოგიდგენთ მოგზაური ფოტოგრაფის რუდოლფო კონტრერასის მიერ მომზადებულ ფოტოსერიას. ადგილობრივი ირანელები სხვადასხვა პროვინციებში ატარებენ სხვადასხვა ფერის კაბებს, განსხვავებით არაბებისგან. "ბანდარი" ქალები, როგორც სუნიტი და შია, ცნობილი არიან ნიღბებით, რომლებიც ატარებენ ფერად-ფერად ნიღბებს. ტრადიციის ფესვები უცნობია, თუმცა გავრცელებულია მოსაზრება, რომ პორტუგალიის მმართველობის დროს, ქალები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ე.წ. "მონსტრები" რომლებიც ეძებდნენ და იტაცებდნენ ლამაზ გოგოებს. ქალები ნიღბის ტარებით ცდილობდნენ სილამაზის დაფარვას თავდაცვის მიზნით. შედეგად კი თავდაცვის გარდა რელიგიის და კულტურის ნაწილი გახდა ნიღაბი, რომელიც იცავს თვალებს და სახის კანს მზისგან, რომელიც ძალიან მწველია სპარსეთის ყურეში. მსგავსი ნიღბები შეიძლება მოიძებნო სხვადასხვა რეგიონში როგორებიცაა ომანი, ქუვეითი და არაბეთის ნახევარ კუნძულის სხვა ნაწილში. ამ რეგიონებში გვხვდება სხვადასხვა დიზაინის ნიღბები, ზოგიერთი ნიღაბი ფარავს თითქმის მთელ სახეს, ზოგი კი შედარებით პატარა და თვალის არეალის გამოვლენაა .ზოგი ტყავისგან არის დამზადებული, ზოგი კი მძიმე ქსოვილისგან არის დამზადებული. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიჭრელის და სხვადა-სხვა დიზაინის ნიღბები ესთეტიურად აღიქმება ტურისტების მიერ და არა მარტო ტურისტების მიერ, არამედ თანამედროვე არტ ფოტოგრაფიაში საინტერესო სამუშაო მასალას წარმოადგენს . 156 1-ს მოსწონს
|