x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ხელოვნური ცივილიზაცია და ჩვენთვის შექმნილი ხელოვნური სამყარო
image


შუმერი (ბიბლიური მიწა სენარია) — ქვეყანა, რომელიც ჩვენს ერამდე VI-V ათასწლეულში მოულოდნელად და უეცრად აღმოცენდა. ის იყო პირველი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, მსოფლიო წარღვნის შემდეგ, რომელმაც საკუთარი არსებობის შესახებ, მატერიალური მტკიცებულება დატოვა. სწორედ შუმერებმა «გამოიგონეს» აგური, პირველად, სწორედ მათ მიწაზე გამოჩნდა თიხის გამოსაწვავი ღუმელები, ტაძრები და სასახლეები, მედიცინა და ფარმაკოლოგია, მუსიკა, ცეკვა, ხელსაქმე და ხელოსნობა, ვაჭრობა, წონის და სიგრძის ერთეულები, შექმნა კანონთა კრებული და სასამართლო, გაჩნდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მათემატიკა და ასტრონომია. აშენდა ობსერვატორიები. ხოლო, შუმერების ყველაზე დიდი მიღწევა, ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულში, ლურსმული დამწერლობის გამოგონება არის. შუმერები პირველები იყვნენ, ვინც თიხის ფირფიტებზე, ღმერთების და ადამიანების შესახებ, საოცარი ამბების წერა დაიწყეს. მეცნიერთა ერთი ნაწილისთვის, ეს მითებია, ხოლო დანარჩენებისთვის – რეალური ისტორიული მოვლენების ქრონიკები.

არქეოლოგებმა არა მარტო დაამტკიცეს შუმერების არსებობის ფაქტი, არამედ, მესოპოტამიის ტერიტორიაზე ტექსტები იპოვეს, რომელიც შინაარსით, ძალიან ჰგავს ბიბლიაში მოთხრობილ ისტორიებს სამყაროს შექმნის და მსოფლიო წარღვნის შესახებ. 1876 წელს ბრიტანული მუზეუმის თანამშრომელმა ჯორჯ სმიტმა (George Smith) შეაერთა ნინევიას სასახლის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტის ფრაგმენტები, გაშიფრა და ნაშრომი გამოაქვეყნა სათაურით «The Chaldean Account of Genesis» (ქალდეელების ჩანაწერები ყოფიერებაზე), რომელშიც ავტორი დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ სამყაროს შექმნის ისტორია, ბიბლიის შექმნამდე (ძვ. წ. აღრ. V - ახ. წ. აღრ II), რამდენიმე ათასწლეულით ადრე, მესოპოტამიაში იყო დაწერილი.


image


1902 წელს ბრიტანულ მუზეუმთან ინგლისელი არქეოლოგი და ასირიოლოგი ლეონარდ კინგი (L. W. King) თანამშრომლობდა და მან თავის წიგნში – «Seven Tablets of Creation», სამყაროს შექმნის ისტორიის უფრო სრული ტექსტი გამოაქვეყნა, რომელიც ზემოთ ხსენებულ ფილებზე ამოიკითხა. თანამედროვე მეცნიერებისთვის ზუსტად არის ცნობილი, ეს და ასურულ-ბაბილონური «მითების» წერილობითი ვერსიები, უფრო ძველ შუმერულ ტექსტებზე დაყრდნობით შეიქმნა, თუ არა. თუმცა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ისტორია შუმერში იწყება, როგორც ეს ცნობილმა ამერიკელმა აღმოსავლეთმცოდნემ სამუელ კრამერმა (Samuel Noah Kramer) თავის წიგნში («History Begins at Sumer», 1959) აღნიშნა.

<< შუმერული ტექსტების მიხედვით, თავდაპირველად, სპარსეთის ყურის ან არაბეთის ზღვის სანაპიროზე პლანეტა ნიბირუდან ანუნაკების 50 კაციანი ჯგუფი დაეშვა. მათი მისია დედამიწაზე ოქროს მოპოვება იყო. ხოლო, ექსპედიციას ნიბირუს მმართველის, ანუსღვთიური») შვილიენკი (ეა) («ის, ვისი სახლიც წყალია») ხელმძღვანელობდა, რომელიც საუკეთესო მეცნიერი და დედამიწაზე . ერიდუს დამაარსებელ იყო. თუმცა, საჭირო რაოდენობის ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად, დამატებითი ძალები გახდა საჭირო და ჩვენს პლანეტაზე კიდევ 600 კოლონისტი ჩამოვიდა. მათ შორის იყო ენლილიუზენაესი მმართველი»), ნიბირუს მმართველის მეორე ვაჟი და ენკის ძმა.

image

გავიდა დრო და მეშახტეებმა ამბოხება მოაწყეს და ენკიმ გამოსავალი ახალი ადამიანების შექმნაში ნახა. მას ანუნაკების სხვა ლიდერებიც დაეთანხმნენ და ადამიანის შექმნა გადაწყდა. ენკიმ დედამიწაზე უკვე არსებული «ქმნილება» — ჰომინიდი იპოვნა და მისთვის «ადამიანის გარეგნობის მიენიჭება» გადაწყვიტა. ამის შემდეგ, სათათბიროდ შეკრებილი ღმერთები პროექტის რეალიზებას დათანხმდნენ და ენკის თხოვნით, მას დამხმარედ, სამედიცინო სამსახურის უფროსი ნინმაჰი (იგივე ნინჰურსაგი) გამოუყვეს.

შუმერულ მითოლოგაში და მესოპოტამიის სხვა ტექსტებში, ადამიანის შექმნის პროცესი დეტალურად არის აღწერილი. ეს შემოქმედებითი პროცესი იყო, ცდების სრულყოფილების მეთოდით და შეცდომებით, ვიდრე ყველა პროცედურა სრულად არ იყო დამუშავებული და ვიდრე ენკიმ და ნინმაჰმა სასურველი შედეგი არ მიიღეს (ადამიანის შექმნაში შეტანილი წვლილისტვის, ნინმაჰს ნინ.ტისქალბატონი სიცოცხლე») წოდება მიენიჭა).

image«ბიტ შიმტის» («Bit Shimti» – «სახლი, სადაც ციცოცხლის ქარი შთაიბერება») ლაბორატორიაში ახალგაზრდა ანუნაკის «არსი» ჰომინიდის კვერცხუჯრედს შეუერიეს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადანერგვა ერთ-ერთი ანუნაკი ქალის საშვილოსნოში მოხდა. დაძაბული მოლოდინის შემდეგ, ქვეყანას ადამიანის «მოდელი» მოევლინა. ნინმაჰმა ახალშობილი აიყვანა, მაღლა ასწია და აღფრთოვანებულმა დაიძახა: «ეს მე შევქმენი, ჩემმა ხელებმა შექმნეს (ჩვენს ეპოქაში, პირველი ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერებით, – ე. წ. «სინჯარის ბავშვი», 1978 წ. ბრიტანეთში დაიბადა, რედ.)


image

ეს კულმინაციური მომენტი (როდესაც ნინმაჰი ბავშვს ზევით სწევს) შუმერმა მხატვრებმა ცილინდრულ ბეჭედზე ასახეს და ეს არის ადამიანის ღმერთთან შეხვედრის (შუმერულ მითოლოგიაში ანუ – ცის და სამოთხის ღმერთი იყო, ენკი – ოკეანის, სიბრძნის და ღვთაებრივი ძალების ღმერთი; ენლილი – ჰაერის ღმერთი. რედ.) პირველი გრაფიკული გამოსახულება. მოგვიანებით, იგივე ისტორიის ასახვა, ელინურ და ეგვიპტურ კულტურაშიც მოხდა >> (ნაწყვეტი ამერიკელი მეცნიერის და მწერლის ზ. სიტჩინის (Zecharia Sitchin) წიგნიდან – «Divine Encounters»).

imageშუმერული ჩანაწერების მიხედვით, ნიბირუდან მოსულ ანუნაკებს მუშა ხელი ესაჭიროებოდა და ამიტომ შექმნეს ადამიანი (იხ. «შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ჩვენი ცივილიზაცია ხელოვნურად არის შექმნილი!..»). მაგრამ, ვინ და რატომ შექმნა ხელოვნური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? NASA-ს ბოლო დროინდელ აღმოჩენებს თუ გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ ამ აზრს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

სულ რამდენიმე წლის წინ, კითხვაზე, თუ როგორ შეიქმნა მზის სისტემა, ნებისმიერი ადამიანი გიპსაუხებდათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას შუა ლამეს გააღვიძებდით. ანალოგიურ კითხვაზე, ასტროფიზიკოსი ლექციას ჩაატარებდა და მზის სისტემის წარმოქმნის რამდენიმე ვერსიაზე მოგიყვებოდათ. მაგრამ, არავინ და არასდროს, ყველაზე საშინელ ბოდვაშიც კი, არ იტყოდა, რომ მზის სისტემა რაღაც ზებუნებრივი ძალების მიერ, ხელოვნურად იყო შექმნილი.



ცეკვები ვარსკვლავის ირგვლივ


ტრადიციულ წარმოდგენას მზის სისტემის წარმოქმნის და აგებულების შესახებ, უეცრად «ფეხ ქვეშ» «მიწა შეერყა» და კინაღამ «ჩამოიშალა», როდესაც 2010 წელს, NASA-ას ასტრონომებმა, გედის თანავარსკვლავედში კეპლერ-33-ის პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს.


image


კეპლერ-33-ის და მზის სისტემის ციური სხეულების პარამეტრები თითქმის იდენტურია, მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კეპლერ-33-ის პლანეტები, საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, «სიმაღლის მიხედვით» არიან განლაგებულნი: პირველი მწკრივში ყველაზე დიდი პლანეტა დგას, შემდეგ – ცოტა პატარა და ა. შ. – სულ პატარამდე. მეცნიერებმა კეპლერ-33 სისტემა ანომალიურად მიიჩნიეს, რადგან ჩვენთან, ყველაფერი სხვაგვარად, ქაოტყრად არის: ყველაზე ახლოს მზესთან პატარა პლანეტებია განლაგებული, ხოლო ყველაზე დიდი — იუპიტერი და სატურნი — ზუსტად შუაში. თუმცა, შემდგომში, — მზის სისტემის მსგავსი, კიდევ 146 სისტემის აღმოჩენის და შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ მათში პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, სწორედ ისე ბრუნავენ, როგორც კეპლერ-33-ში... და მხოლოდ ჩვენი მზის სისტემაა პლანეტების ქაოტური განლაგებით, ამ საერთო სურათიდან «ამოვარდნილი». შედეგად, გაჩნდა აზრი, მზის სისტემაში პლანეტების ხელოვნურად განლაგების შესახებ და მას არაერთი მომხრე გამოუჩნდა.



დედამიწა – ისევ სამყაროს ცენტრია?


imageმზის სისტემაზე შემდგომი დაკვირვების შემდეგ, მეცნიერები კიდევ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ. მიუხედავად იმაის, რომ სისტემის პლანეტები ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავენ, ყოველი მათგანი, პარალელურად, დედამიწაზეც არის ორიენტირებული. მაგ., მერკური ჩვენს პლანეტასთან ერთად სინქრონში მოძრაობს. ხოლო, 116 დღეში ერთხელ, ერთ მწკრივში დგება დედამიწასთან და მზესთან ერთად. ამასთან, დადამიწისკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარით.

ანალოგიურად და გაურკვევლად იქცევა ვენერაც, – ის 584 დღეში ერთხელ, მაქსიმალურად ახლო მანძილზე უახლოვდება დედამიწას და ისიც ყოველთვის მხოლოდ ერთ გვერდს «გვაჩვენებს». გარდა ამისა, მას ერთი უცნაურობაც ახასიათებს: იმ დროს, როდესაც მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა (ურანის გარდა) დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ბრუნავს, – ის ამ მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. «რატომ?» – ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.



იუპიტერის საიდუმლო


ასტროფისიკოსებისთვის, მზის სისტემის პლანეტებს შორის, ყველაზე საკვირველი იუპიტერია, რომელიც ლოგიკის მიხედვით, იმ ადგილზე, რომელსაც ახლა იკავებს, ნამდვილად ვერ წარმოიქმნებოდა. ის, თუ როგორ მოხვდა ეს პლანეტა V ადგილზე სისტემაში, ასევე გაურკვეველია.

ოფიციალური მეცნიერება აღიარებს, რომ მზის სისტემა ანომალურია და სხვა სისტემებისგან განსხვავებულად არის მოწყობილი... მაგრამ, რატომ ის?



image


იქნებ მართალია აზრი იმის შესახებ, რომ რაღაც ძალებმა მზის სისტემა ხელოვნურად შექმნეს და აქ ექსპერიმენტებს ატარებენ. ხოლო, დედამიწა ერთი დიდი ლაბორატორიაა?



სად არის მეორე ვარსკვლავი?


სერიოზულ ანომალიად მიიჩნევენ მეცნიერები მზის სისტემაში II ვარსკვლავის არ არსებობასაც! აღმოჩნდა რიმ, მზის სისტემის მსგავს, თითქმის ყველა სისტემაში, 2-2 ვარსკვლავია და მხოლოდ ჩვენთან არის ერთი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, II ვარსკვლავი არსებობდა. მაგრამ, ეს მზის სისტემის ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე იყო. ხოლო შემდგომში, ის პლანეტად გადაიქცა და დღეს, ყოფილი ვარსკვლავი, იუპიტერი არის. გარდა ამისა, ამერიკელი ასტროფიზიკოსების ერთი ნაწილი (უოლტერ კრატტენდენი, რიჩარდ მიულერუ, დენიელ უიტმირი...) კი თვლის, რომ II ვარსკვლავი დღემდე არსებობს და ის — თითქოს, ლეგენდარული ნემესისია (Nemesis), რომელიც მზის გარშემო სრული ტრაექტორიის გავლას 12 000 წელს ანდომებს.

თუმცა ის, რის გამოთვლას და აღმოჩენას თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ, ძველმა ცივილიზაციებმა ისედაც იცოდნენ და შეიძლება, მას ხედავდნენ კიდეც... ამაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი უამრავი პეტროგრაფი მეტყველებს, რომელზეც მზესთან ერთად, II ვარსკვლავიც არის ასახული.


image

image

ამასთან, ყველა ნახატზე ნეიტრონული ვარსკვლავი, მზის ქვემოთ მიფრინავს და მისი მიმართულებით ნივთიერების «კოშტს» ისვრის. რადგან ვარსკვლავის პროტუბერანცი ძალიან ჰგავს გველს, ძველი მხატვრები მას მზესთან მებრძოლი დრაკონის სახით ხატავდნენ. მსგავსი ნახატების ნახვა შეიძლება შოტლანდიაში, ეგვიპტეშ, ავსტრალიაში და მექსიკაში — ერთი სიტყვიტ, მთელს დედამიწაზე, სადაც ოდესმე ძველ ცივილიზაციებს უცხოვრიათ.



მზის სისტემა – კოსმოსური ტაქსია?


კითხვაზე, მზის სისტემა ხელოვნურად არის შექმნილი, თუ არა, პასუხის გაცემა ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია. თუმცა, იმის წარმოდგენა შეიძლება, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელსაც პლანეტები საკუთარი სურვილის შესაბამისად განლაგება შეუძლია.

1948 წ. ასტრონომი ფრედ ცვიკი (Fred Zwicky) ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავზე თერმობირთვული ბომბების ჩამოყრის შემთხვევაში, მისი დაჩქარება და ვარსკვლავის სისტემის გადაადგილება შეიძლება. თან, კოსმოსში გადაადგილებისას, ვარსკვლავი დიდი მასის გამო, კავშირს არ გაწყვეტს თანამგზავრ პლანეტებთან და კოსმოსში, მზესთან ერთად, ჩვენც ვიმოგზაურებთ. აზრი? მისი გათვლებით, ასეთი ტექნოლოგიით, მაგ., ალფა კენტავრის რაიონში, რამდენიმე საათში მისვლის საშუალებას მოგვცემა.

დღეს კი, როდესაც ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები, ზურგს უკან, ალტერნატიული მეცნიერების «სუნთქვა გრძნობენ», ხოლო ინტერნეტის წყალობით, ინფორმაციის გაცვლის პრობლემნა არ არსებობს, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლოს და ბოლოს პასუხს მივიღებთ კითხვაზე, – თუ როგორ შეიქმნა მზის სისტემა? imageP. S. შესაძლებელია პასუხი ამ კითხვაზე უკვე არსებობს, მაგრამ ის, ისევე როგორც ჩვენთვის საინტერესო სხვა ინფორმაციის შემცველი არაერთი წყარო, ვატიკანის ბიბლიოთეკის სარდაფშია გამოკეტილი.

imageimageimageimageimageimageimage








0
2652
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2652
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0