x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

image


ამბობენ, რომ პირველი სიყვარული, როგორც წესი, ცუდად მთავრდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცუდად დაიწყო. მე მას დაახლობით ერთი წელი ვდიე. დიახ "ვდიე". სხვა სიტყვა ამ მდგომარეობას არც აღწერს. მე მაშინვე შემიყვრდა, ის კი ჩემდამი გულგრილი იყო. მისთვის სამწუხაროდ, არ დავნებდი. ძალიან ჯიუტი ვარ და ასე მარტივად ვერც მარცხს მივიღებდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში გრძნობები პირველად მეწვია. თითქოს საჭირო ადამიანს მივაგენი. ძალიან ემოციური წელიწადი იყო. საბოლოოდ მისი წინააღმდეგობა გავტეხე, ჩემმა სიჯიუტემ დაარწმუნა ის, რომ მე ვიყავი მამაკაცი, რომელიც მასზე სხვებზე უკეთ იზრუნებდა.

თუმცა აქ გაჩნდა ერთი პრობლემა - როდესაც საპასუხო გრძნობა მოვიპოვე, როდესაც იგი ჩემთან ბოლომდე გაიხსნა და მენდო, უკვე მე აღარ შემეძლო მისი სიყვარული.

მეგონა, რომ მიყვარდა, როდესაც უკან ვიყურებოდი, ეს მართლაც ასე იყო. წამერთვა უნარი მისთვის თავი მეგრძნობინებინა საყვარელ ქალად, რადგან თავადაც ვეღარ ვგრძნობდი ემოციების იმ დაუძლევ, მოჭარბებულ ტალღებს. მაშინ ახალგაზრა, გულუბრყვილო, სულელი და გამოუცდელი ვიყავი. სიყვარული მარტივი და სუფთა მეჩვენებოდა. ის ჩემთვის თავად სრულყოფილება იყო. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი მის ნამდვილ ბუნებას. მე მიყვარდა იგი მთელი ჩემი არსებით და ვიყავი ძალიან სუსტი იმისთვის, რომ საკუთარ თავთან ეს აღიარება გამეკეთებინა. ერთი წელიწადი ვცდილობდი თავი შემეყვარებინა მისთვის და როდესაც ეს მოვახერხე, უბრალოდ უარვყავი.


ამ საქციელს გაცილებით ზუსტი სახელიც შეიძლება მოვუძებნო, მაგრამ კორექტულობის გამო ვუწოდოთ მას "სუსტი".


image

მარტო სუსტ მამაკაცს შეუძლია შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ ყველაფერი არიოს


სულაც არ არის მარტივი შეაყვარო ქალს თავი, როდესაც ის ყველაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. ქალს, ისევე როგორც კაცს, შეყვარება ერთ წამში შეუძლია, თუ მას ეს სურს. მაგრამ თუ მისი სიყვარულის მოპოვება განიზრახეთ, არანორმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ.

მართალია, რომ ადამიანებს სწორედ ის იზიდავთ, რაც არ აქვთ. როდესაც ქალი კაცს უარყოფს, მისი გულის მოგებას საკუთარი თავის მიძღვნა სჭირდება. თქვენ შეპყრობილი ხართ მისი მოპოვების სურვილით, უნდა მიიღოთ ის რაც გსურთ, მნიშვნელობა არ აქვს, ამას რამდენი დრო დასჭირდება. რა აქრობს ამხელა ვნებას, ძალისხმევას და მოგონებებს? სისუსტე.

image


მხოლოდ სუსტ კაცს შეუძლია მოიპოვოს ქალის სიყვარული და დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ უკვე აღარ უყვარს ის


ადამიანის ტვინი იმდენად რთული და კომპლექსურია, რომ თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებმაც ვერ შეძლო მისი ბოლომდე ამოხსნა. არიან ისეთებიც, რომლებიც აცნობიერებენ და მანიპულირებენ ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი რეალობით.

იყო შეყვარებული მეტი არც არაფერია, თუ არა ხედავდე ამ ახალ რეალობას, მოახერხო მასთან ადაპტირება და გახდე მისი ნაწილი. სულ ესაა.

"სულ ესაა", რა თქმა უნდა, გამარტივებაა, თვითონ ტვინიც გარეგნულად რაღაც ნაცრისფერი მატერის ნატეხია... სწორედ ამიტომ "გადაგვიყვარდება" ხოლმე. ჩვენ მხედველობიდან მთელი ეს სირთულე გვრჩება და ზედმეტად ვამარტივებთ ყველაფერს. არც კი გვესმის, რას გულისხმობს სიყვარული.

შენ შეგიძლია გააკეთო არჩევანი ამ ახალი რეალობის სასარგებლოდ და გახდე მისი ნაწილი. თუ ადამიანზე ყველაფერი იცი და მაინც გიყვარს ის, ეს იქნება გარანტი ამ სიყვარულის მუდმივობის. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სუსტები ვართ იმისთვის, რომ ეს ორი რეალობა გავაერთიანოთ და გვახსოვდეს ის ლამაზი სამყარო, რომელიც საკუთარი თავისათვის შევქმენით.


image

მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ გული ატკინოს მას

რადგან ნდობის გარეშე სიყვარული არ არსებობს, უნდა მოიპოვოთ მისი ნდობა.

ჩვენ უნდა შევძლოთ სიყვარული ისე, რომ არ ვატკინოთ, არ მოვატყუოთ, არ მივაყენოთ შეურაცხყოფა, არ ვუღალატოთ.

სიყვარული ირხევა ორ ფაქიზ ათვლის წერტილს შორის - დარჩე ისეთად, როგორიც ყოველთვის იყავი და გახდე იმდენად უკეთესი, რამდენადაც ეს შეგიძლია.

შენი მხედველობის არიდან უნდა გაქრეს ის ზღვარი, სად მთავრდები შენ და იწყება ის. უნდა შიშობდე მის უსაფრთხოებასა და ბედნიერებაზე. ღელავდე მასზე მეტად, ვიდრე საკუთარ თავზე. როცა საყვარელ ადამიანს გულს ვტკენთ, მასთან ერთად საკუთარ თავსაც ვტკენთ, უბრალოდ ამის გაცნობიერება გვიჭირს. ის შეიძლება გაიქცეს და შენგან თავი შორს დაიჭიროს, მაგრამ შენ ვერ გაექცევი საკუთარ თავს.

image


მხოლოდ სუსტ კაცს შეუძლია თავი შეაყვაროს ქალს, მართლა შეაყვაროს და შემდეგ მიატოვოს ის

როდესაც ადამიანი გიყვართ, თქვენ მას საკუთარ თავს უძღვნით. შეიძლება ასე არც გრძნობდეთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის გააზრებაში ეგოიზმი გიშლით ხელს. ეს სულაც არ არის სამარცხვინო, ეს საჭიროა პიროვნული ზრდისთვის. მარტოობა ბედნიერებას არ მოგიტანთ და მარტო იქნებით, თუ არ ისწავლით სხვის სიყვარულს ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვართ.

ეს როგორ? არასოდეს დანებდეთ და არ დამარცხდეთ ცხოვრებასთან. საკუთარ დაბალ თვითშეფასებას და სუსტ მხარეებს ნუ მისცემთ თქვენი რეალობის განკარგვის უფლებას.

ქალი, რომელიც გიყვართ არასოდეს მიატოვოთ. თუ ამას ჩაიდენთ, თქვენ საკუთარ თავსაც მიატოვებთ. შემიძლია ამის პირობა მოგცეთ.

მხოლოდ სუსტ მამაკაც შეუძლია შექმნას შესაძლებლობები და გაუშვას ისინი ხელიდან

თქვენ მოახერხეთ მისთვის თავის შეყვარება. ეს ბრძოლის მხოლოდ მეოთხედია, მაგრამ გილოცავთ. ახლა გაცილებით რთული ნაწილი იწყება. ჯოჯოხეთური შესაძლებლობები იშლება თქვენს წინაშე. თქვენ გაქვთ შანსი გყავდეთ გვერდით ადამიანი, რომელიც ივლის ცხოვრების ვერაგ გზებზე თქვენთან ერთად. თქვენ შეძელით იმის გაკეთება, რაც ბევრმა ვერ შესძლო. აქ მხოლოდ ერთი საკითხია, რამდენად ძლიერი ხართ იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობებს გაუმკლავდეთ.

მე ძალიან იღბლიანი ვიყავი, როდესაც ასე ახალგაზრდამ ვიპოვე ის…


პოლ ჰადსონი


ასევე დაგაინტერესებთ:


"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები.

0
3450
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0