შოუბიზნესი როგორ აატირა უცხოური მუსიკალური პროექტის ჟიური ქართველმა ახალგაზრდამ 2019, 13 ივნისი, 11:13 ![]() - აქამდე ძალიან ბევრ საბავშვო პროექტებში ვმონაწილეობდი (სატელევიზიო) მაგრამ ვერ გავიმარჯვე. რაც შეეხება არასატელევიზიოებს, ყველადან გამარჯვებული ვბრუნდებოდი. რატომ გადაწყვიტე უკრაინულ საბავშვო ხმაში მონაწილეობა? - ბევრჯერ მქონდა გამოცდილება მიღებული საზღვარგარეთ სხვადასხვა ფესტივალებზე და ყველგან ვიმარჯვებდი, ამიტომ გადავწყვიტე იქაურ ტვპროექტშიც მიმეღო მონაწილეობა და ამაში ძალიან დამეხმარა გრიგოლ ჟღენტი.საცხოვრებლად გადასვლას საზღვარგარეთ არ გეგმავ? - საცხოვრებლად წასვლას არ ვგეგმავ, მხოლოდ მუსიკალური პროექტის ჩაწერის დროს მიწევს იქ დარჩენა. რა გასწავლა ქართულმა და უცხოურმა მუსიკალურმა კონკურსებმა? - მუსიკალურმა კონკურსებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა და რაც მთავარია, დიდი გამოცდილება შემძინა. ![]() - ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი, როდესაც ყველა მენტორი შემობრუნდა, ცრემლები ვერ შევიკავე, ძალიან ვღელავდი. ვიცი, ასეთი ემოცია და გრძნობა არასდროს მქონია, არ მჯეროდა, როდესაც ჟიური ფეხზე წამოდგა და მაყურებელი ოვაციებს ვერ მალავდა. მსმენელის ასეთი აღფრთოვანება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ვინ არიან შენი მენტორები და რა ჟანრში მღერიან? - ორი მენტორი მყავს, ალექს ზავგაროდნი და ნადია დოროფეევა. ცნობილი ადამიანები შორიდან კარგები და თბილები არიან ყოველთვის, მაგრამ ისინი რეალურადაც და ურთიერთობაშიც ძალიან თბილი და კარგი ადამიანები არიან. ჟანრს რაც შეეხება, პოპს მღერიან. შენმა ვიდეომ საქართველოში რეკორდი მოხსნა, კმაყოფილი ხარ შედეგით? - კი და ძალიან გახარებული ვარ, რომ ყველა დადებითად მაფასებს, ძალიან მიყვარხართ. ![]() - დედა დიასახლისია და ჩემი თხოვნით, 4 სოციალურად დაუცველ ბავშვს უვლის. მამა ტაქსისტია და მგზავრებს ემსახურება. რა პროფესიის იქნები? - სამსახიობოზე მინდა ჩავაბარო. ვმონაწილეობდი ფილმში “ მოჟღურტულე ბეღურები". მინდა, რომ სხვა ფილმებშიც მივიღო მონაწილეობა. 94 1-ს მოსწონს
|