შოუბიზნესი "ჩემი ცხოვრების სიყვარული" - ნახეთ, ვის ფოტოებს აქვეყნებს თაკო გაჩეჩილაძე 2019, 12 ივნისი, 15:39 რამდენიმე თვის წინ, 20 იანვარს, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა და სახელად გაბრიელა დაარქვა. თაკო საკუთარ გულშემატკივარს პატარა გაბრიელას ფოტოებით სულაც არ ანებივრებს. თუმცა ცოტა ხნის წინ შვილთან ერთად გადაღებული ძალიან თბილი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით, "ჩემი ცხოვრების სიყვარული" . თაკო გაჩეჩილაძე 2018 წლის შემოდგომაზე გათხოვდა, მისი მეუღლე ცნობილი ევროპელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვია, რომელიც მომღერალმა ევროვიზიაზე გაიცნო. ქართველ მომღერალს საყვარელმა მამაკაცმა ხელი ვენაში სთხოვა. 1702 3-ს მოსწონს
|