შოუბიზნესი 10 ვარსკვლავი, რომელთაც რომანი თავისივე სქესის წარმომადგენელთან ჰქონდა 2019, 12 ივნისი, 13:37 ზოგიერთი ვარსკვლავი თავისი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების დაფარვას მთელი მონდომებით ცდილობს, ვინაიდან კარგად იციან, რომ მათ თითოეულ ნაბიჯს არა მხოლოდ თაყვანისმცემელთა მთელი არმია, არამედ ყოველ კუთხე - კუნჭულში ჩასაფრებული პაპარაცები აკონტროლებენ, მათ კი საკუთარ პარტნიორთან განმარტოების სურვილი ჰკლავთ. თუმცა, ეს ამ "სელებრითებს" ნამდვილად არ ეხება. ყველა, მათგანმა თავიანთი ბისექსუალობა დიდი ხსნის წინ აღიარა და საკუთარი თამამი განცხადებით, საზოგადოების ნაწილიც კი გააოცა. ზოგიერთი ვარსკვლავი ყოფილი პარტნიორის ვინაობას არც მალავს და ჟურნალისტებისთვის მიცემულ არაერთ ინტერვიუში ერთად ყოფნის საკმაოდ თამამ დეტალებზე საუბარსაც არ ერიდება.ანჯელინა ჯოლი საკუთარ კოლეგასთან და არა მხოლოდ - ჯენი შიმიცუსთან ერთად ფილმში "ცრუ ცეცხლი"როგორც ცნობილია, მსახიობსა და მომღერალს სელენა გომესს ხანმოკლე ინტრიგა მოდელ კარა დელვინთან ჰქონდაინგლისელი მსახიობი ტომ ჰარდი არ მალავს, რომ ახალგაზრდობაში ექსპერიმენტის მიზნით, არაერთხელ უცდია ორივე სქესის პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებამსახიობი ლინდსი ლოჰანი ცნობილ ბრიტანელ დიჯეის, მომღერალსა და კომპოზიტორს სამანტა რონსონს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდაამერიკელი მსახიობი და მოდელი ემბერ ჰერდი და ფოტოგრაფი ტასია ვან რიახალგაზრდობაში მეგან ფოქსს რომანი სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონასთან ჰქონდაკამერონ დიასმა არაერთხელ აღიარა, რომ მას ყოველთვის თავისი სქესის წარმომადგენლები იზიდავდაკრისიტინა აგილერა"ჩემმა მეუღლემ იცის რომ მე, ასევე ქალბატონებიც მიზიდავს. ეს ძალიან კარგია, როცა სიახლისთვის ყოველთვის ღია ხარ. შიშველი ქალი ბევრად უდრო მიმზიდველია, ვიდრე შიშველი მამაკაცი. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ნამდვილად ვერ შევძლებდი გოგონასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას".ფერჯი"მე არასდროს დამიმალავს ჯოშისგან (მომღერლის ყოფილი მეუღლე) რომ ბისექსუალური გამოცდილება მქონდა. მე მივიჩნევ ქალბატონებს ძალიან მიმზიდველად და სულ არ მრცხვენია ამისი"1970 - იანი წლების დასაწყისში მიკ ჯაგერს რომანი დევიდ ბოუისთან ჰქონდა1831 შეფასება არ არის |