x
image
ვიზა კოხაძე
"ეს ისტორიული ანომალია 137 წელი არსებობს მშენებლობის ლიცენზიის გარეშე' - ბარსელონას მერის განცხადება "საგრადა ფამილიაზე"( + ფოტოები )

imageცნობილი ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც იგი ბარსელონაში კათოლიკური ბაზილიკა "LA Sagrada Familia-ს აგების პროცესში იყო. არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ ბაზილიკის პროექტი ასაშენებლად 9 არქიტექტორს გადააბარეს, თუმცა 1936 წელს გაჩენილმა ხანძარმა ყველა გეგმა და ნახაზი გაანადგურა, რომელიც ანტონიო გაუდიმ ჯერ კიდევ 8 ათეული წლის წინ დატოვა. ასე რომ, დიზაინერებს ინტერპრეტირება მოუხდათ იმისა, თუ როგორ ბაზილიკას ისურვებდა გაუდი. ესპანელი არქიტექტორი 1926 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ თითქმის 90 წელზე მეტი გავიდა, ტაძარი კი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.imageimageimageანტონიო გაუდის დაუსრულებელი "საგრადა ფამილია" ბოლოს და ბოლოს, იღებს ნებართვას 137 წლის შემდეგ მშენებლობის დასრულებაზე. შეგახსენებთ, რომ ეს უნიკალური ძეგლი ბარსელონას ცენტრში დგას და 1885 წელს გაუდიმ მისი შექმნის მოთხოვნით მშენებლობის ნებართვა მოითხოვა, რომელიც მთელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე არასოდეს ყოფილა მიღებული. ახლა კი ბარსელონაში განთქმულმა ბაზილიკამ იუნესკოსგან ოფიციალური შენობის ნებართვა მიიღო. დღემდე კი მხოლოდ გაუდის პროექტის სტატუსით იყო აღიარებული. მოგეხსენებათ, ვისაც ერთხელ მაინც ჩაგივლიათ ამ ბუმბერაზი არქიტექტურული ნაგებობის გვერდით, ემოციებით დახუძლულმა ისიც უნდა იცოდეთ, რომ დაუსრულებელი რომის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ახლა უკვე 2026 წლამდე დასრულების გრაფაში აისახება.imageimageცნობისათვის, "La Sagrada Familia" არ ყოფილა დაპირისპირების გარეშე .არსებობს ყოველწლიური ვალი 36 მილიონი ევრო ანუ 41 მილიონ დოლარამდე 137 წლის მანძილზე უპერსპექტივო მშენებლობის ნებართვის გარეშე.წყაროს ცნობით, ბარსელონას გადაეცემა 4-დან 5 მილიონ ევრომდე საფასური მოლაპარაკებების შეთანხმების ფონდიდან. ქალაქ ბარსელონას ეკოლოგიის, ურბანიზაციისა და მობილობის მერის მოადგილემ, ჯანეტ სანზმა პრესას განუცხადა, რომ " ეს ისტორიული ანომალია 137 წელი არსებობს მშენებლობის ლიცენზიის გარეშე და გასაგებია, რომ "ლა-საგრადას" მშენებლობა უნდა აუცილებლად გაგრძელდეს და გადასახადებიც უნდა გადავიხადოთ". ბაზილიკას ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, სადაც თითოეული 17 - დან 38 ევრომდე იხდის და "20 მილიონი ტურისტი დგას რიგში. imageანტონიო გაუდი აპირებდა 12 კოშკის აშენებას, რაც ემთხვევა ქრისტეს მოწაფეების რაოდენობას, მაგრამ ჯერჯერობით სრულად არ არის ნათელი მისი ხედვების შესახებ. თუკი ერთ-ერთი კოშკი მაინც აშენდება, ის გახდება ერთადერთი ევროპაში ყველაზე მაღალი რელიგიური სტრუქტურა - 566 ფუტიან სიმაღლეზე.imageimageimage




0
384
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0