x
image
Teklamaisuraze
სიცილიური ,, მაფიის " იდუმალი ლეგენდები, როგორ იქმნებოდა ,, შავი" სამყარო
ეს ამბავი ისტორიულ ფიქტს ეყრდნობა, ბუნტი მართლაც მოხდა. სახელწოდებით “ სიცილიური საღამოს წირვები", რომლებიც 1282 წლის აღდგომის ორშაბათს დაიწყო. სანტო-სპირიტოს ეკლესიაში. სადაც წირვის დროს არაერთი ფრანგი ჯარისკაცი მოკლეს.


image


ბონანო ერთ შემთხვევას იხსენებდა. რომელიც სავარაუდოდ მაფიის წარმოწობასთან იყო დაკავშირებული. ეს ამბავი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან. ბაბუამისის დროს იტალია ჯერ კიდევ მოქიშპე სახელმწიფოებად იყო დანაწევრებული. ამ დროისთვის სიცილია და ნეაპოლი, შემდგომში “ ორი სიცილიის სამეფოს " სახელით ცნობილი, საფრანგეთისა და ესპანეთის მმართველი, ბურბონთა დინასტიის კონტროლქვეშ იმყოფებოდა.


image


1860 წელს სიცილიაში გამოჩნდნენ იტალიელი პატრიოტი ჯუზეპე გარიბადლი და მისი 1000 მიმდევარი, რომლებიც ხასხასა წითელ პერანგებში იყვნენ გამოწყობილნი. “ წითელ პერანგებს " რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ბურბონთა ჯარი. მაგრამ გარიბალდის მალე, სიცილიელი მამაკაცები შეუერთდნენ. რომლებიც არაიმდენად იტალიის გაერთიანებას, რამდენადაც ბურბონთა მოცილებას ესწრაფვოდნენ. გარიბალდის დახმარებით სიცილია გათავისუფლდა. ამის შემდგომ გარიბალდიმ და “ წითელმა პერთნგებმა " მესინის სრუტე გადაცურეს. და მეფე ვიქტორ ემანუელთან ერთად, იტალიის გაერთიანებას შეუდგნენ. image

დამოუკიდებლობისაკენ დაუოკებელი სწრაფვა სიცილიელებიდან მომდინარეობს.

ხმელთაშუა ზღვის ცენტრში მყოფ სიცილიას მუდამ ესხმოდნენ თავს : ფინიკიელები, ბერძნები, რომაელები, ბიზანტიელები, ოსტგოთები, ჯვაროსნები, არაბები, და ნორმანები, ასევე - ფრანგები, ესპანელები და ბრიტანელები.

image

ბონანოს მონათხრობით, XV საუკუნეში სიცილიელები აყალიბებდნენ საიდუმლო საზოგადოებებს, რათა კატალონიელი მძარცველებისგან დაეცვათ თავი. რადგან სახელმწიფო ვერ იცავდა მოსახლეობას, ხალხი თავად იცავდა თავიანთ ოჯახებს. კანონს აღარაფრად აგდებდნენ და ოკუპანტების წინააღმდეგ პატრიოტულად იბრძოდნენ. დასჯილ კრიმინალებს მოწამეებად მიიჩნევდნენ, და მათ ძვლებს წმინდა ადგილებში( აკლდამაში) ინახავდნენ. ავადმყოფები და ღარიბები მათთვის ლოცულობდნენ.

image

ნორმანთა ბატონობის დროიდან მიწების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. წარჩინებულები, როცა უცხოეთში არ მიემგზავრებოდნენ, თავიანთ სასახლეში ცხოვრობდნენ, და ქირაობდნენ კერძო ჯარებს ( mafie), რათა თავიანთი საკუთრება ყაჩაღებისგან დაეცვათ.

image


შემდეგ მაფიამ და ყაჩაღებმა საერთო ენა გამონახეს. ამის შემდეგ მათ დააწესეს ( pizzo) საზღაური, რომელიც პოლიციასაც უნდა მიეღო. რაც მხატვრულად რომ ვთქვათ ნიშნავს “ ნისკარტს " ასე ვთქვათ ნისკარტის დასველება.

image

სიცილიელმა კრიმინალებმა სწორედ ეს მოსაკრებელი გამოიყენეს, ერთბაშად დიდი თანხის გამოძალვის სანაცვლოდ, რაც შეიძლება გაკოტრების შედეგი ყოფილიყო, ჯერ მცირე თანხას დააკისრებდნენ, რომ არ გაჭირვებოდა მსხვერპლს გადახდა. შემდეგ კიდევ ასე. ტერმინი pizu მალე ქურდულ ჟარგონზე მალე გამოძალვის სინონიმად იქცა.



0
242
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0