x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე
image




თუ გსურთ არასოდეს შეაჩეროთ პიროვნული ზრდა, უნდა დაქორწინდეთ გოგონაზე, რომელსაც რთული ხასიათი აქვს.

კაცების უმეტესობა, ბუნებრივია, არჩევანს გააკეთებს იმაზე, ვისაც ბევრი პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ეს გაცილებით კომფორტულია. ის არ ითხოვს ბევრს, უბრალოდ მიჰყვება დინებას, არის მშვიდი და თბილი, ხშირად გიღიმით.

რთულ გოგონებს არ შეუძლიათ ასე მარტივად შეეგუონ მდგომარეობას, რადგან მიაჩნიათ, რომ მეტს იმსახურებენ. მათ სჭირდებათ მაქსიმუმი - როგორც საკუთარი თავისგან, ისე ცხოვრებისაგან და ასევე საყვარელი მამაკაცისაგან.


ასეთი გოგოს გეგმები კიდე ბევრ რამეს გასწვდება. იგი კამათობს, გარწმუნებს, გადაგარწმუნებს - ის საერთო საქმეში დებს მთელ თავის ვნებას, მზრუნველობასა და ემოციას.

ამასთან, არ შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ტიპის გოგოსთვის ეს საკითხები უმნიშვნელოა, მაგრამ იგი იმდენად უფრთხილდება თავის ურთიერთობას, რომ საკუთარი საჭიროებები, ოცნებები და იმედები გადააქვს მეორე ან მესამე "პლანზე". ეს ყველაფერი კი ემსახურება ნებისმიერ ფასად ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას. მას არ ახასიათებს გამომგონებლური გონება, ის გაცილებით უბრალოა.

უინიციატივო მამაკაცი მაშინვე პირველ ვარიანტს აირჩევს, რადგან მას არ სურს ბევრი თავსატეხი და დამატებითი შრომა, არ სურს გამოიწვიონ ურთიერთობაში და შეეწინააღმდეგონ. თუმცა ასეთ ურთიერთობასაც ვერ დაარქმევ უპრობლემოს, რადგან მალე ყველაფერი რუტანაში გადაიზრდება და ჭკნება. ადამიანები კი ჩვევის, იპოთეკის ან ბავშვების ხათრით განაგრძობენ ერთად ცხოვრებას.

ნამდვილი მამაკაცი კი იმთავითვე ხვდება, რომ გოგონა პრობლემური ხასიათით საუკეთესო ვარიანტია. მართალია, ურთიერთობას სირთულეები მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ იგი ისწრაფვის უკეთესობისკენ. ადეკვატური კომუნიკაციის პირობებში ეს ურთიერთობა გაცილებით მყარი ხდება.

ასეთი ტიპის ქალზე დაქორწინება კარგი არჩევანია, თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის არის. უბრალო გოგონა ვერ მოახერხებს თქვენს სრულად დაკმაყოფილებას - იქნება თბილი და საყვარელი, მაგრამ ვერასოდეს გახდება ახალი მიღწევებისთვის თქვენი შთაგონების წყარო. შესაბამისად, არასოდეს დაგტოვებთ შეგრძნება, რომ რაღაც მეტი გჭირდებათ.

რთული გოგონები, როგორც წესი, შემოქმედებითი და კარგი წარმოსახვის უნარის მქონე პიროვნებები არიან. მათ შეიძლება გიჟებიც ვეძახოთ, მაგრამ არავის ეყვარებით უფრო ვნებიანად და ძლიერად.

სწორედ ასეთი გოგონები ახდენენ თქვენს პროვოცირებას, რომ აისრულოთ თქვენივე ოცნებები. მათთან ნებისმიერ თემაზე საუბარი საინტერესოა. მათ არგუმენტებს კი შეუძლიათ თქვენი ღირებულებათა სისტემაც დააყენოს ეჭვქვეშ. ზოგჯერ იმასთან შეგუებაც მოგიწევთ, რომ ბევრ საკითხში თქვენზე გონებაგახსნილად აზროვნებს. კი, ვიცი, რომ ეს მარტივი არაა, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის საშუალება არასოდეს გექნებათ.

უბრალო გოგოებს აზრებიც უბრალო აქვთ, მათთან ცხოვრება მშვიდი იქნება. ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია.

თუ თქვენ გინდათ გაიფართოვოთ აზროვნების ჰორიზონტები და შესაძლებლობები, უმჯობესია დაქორწინდეთ "რთულ" გოგონაზე. აი, 8 მახასიათებელი, რომ ის რთულია.


image


1) იშვიათად გეუბნებათ იმას, რისი მოსმენაც გინდათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მართალი აღმოჩნდება ხოლმე. დაქორწინდით მასზე!

2) დაქორწინდით ისეთ გოგონაზე, რომელიც გთხოვთ მის პატივისცემას.

3) დაქორწინდით გოგონაზე, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი პოლიტიკაზეც კი და შეიძლება ის თქვენსას სულაც არ ემთხვეოდეს.

4) დაქორწინდით გოგონაზე, რომელსაც თვალები უელავს, როცა თქვენ ლაპარაკობთ მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

5) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც არასოდეს მოგცემთ მისი ტალანტის დამარხვის უფლებას.

6) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც გაიძულებთ გახდეთ უკეთესი ყოველ მომდევნო დღეს.

7) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც ხშირად გეწინააღმდეგებათ.

8) დაქორწინდით გოგონაზე, რომლის ნიჭი და უნარები თქვენი უნარების თანაბარია, ან ამეტებს მას.


მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედაჩემში ყველაზე მეტად მოსწონდა ის, რომ იგი მასზე გონიერი იყო. მხოლოდ ძლიერ და ნამდვილ მამაკაცს შეუძლია ამგვარი აღიარება.

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ასეთი ქალები რეალურად თავის ტკივილია, მათ შეუძლიათ ყველა საკითხზე გეკამათონ და რაღაც მომენტში ისიც გაგრძნობინონ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გაბედნიერება, მაგრამ დროთა განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად საუკეთესო პრეტედენტი გახდება ცოლის როლისთვის. როცა ასეთს იპოვით, არ მისცეთ თქვენგან წასვლის საშუალება, რადგან იგი შეიძლება საუკეთესო რამ იყოს, რაც ცხოვრებაში შეგმთხვევიათ.

ლორენ სკირვინი


ასევე დაგაინტერესებთ:


"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
5060
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
5060
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0