მხატვრობა ვის იახტაზე ინახება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი "მსოფლიოს გადამრჩენი"? 2019, 11 ივნისი, 15:19 ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი "მსოფლიოს გადამრჩენი", რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, საუდის არაბეთის პრინცის, მუჰამედ ბენ სალმანის იახტაზე ინახება. სპეციალიზირებულ ხელოვნების პორტალ "Artnet, "-ის თანახმად, სურათი იახტაზე პრინც სალმანის მიერ იქნა ატანილი და იქ შეინახება მანამ, სანამ საუდის არაბეთის ხელისუფლება ქალაქ ალ-ულაში არ ააშენებს ფართომასშტაბიან კულტურულ ცენტრს. - იუწყება რია ნოვოსტი. ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი "მსოფლიოს გადამრჩენი" დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა. 2017 წელს, კერძო კოლექციონერმა ეს ნახატი აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაყიდა, რითაც ეს ნიმუში გახდა ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ისტორიაში. ტილო გაყიდა რუსმა მილიარდელმა რიბოლოვლევმა, მანამდე მან ეს ნახატი არტ-დილერ ივომ ბუვესგან 127 ათას მილიონ დოლარად იყიდა, თავად, ბუვეს კი ნახატი 80 მილიონად ჰქონდა ნაყიდი. ნახატი"მსოფლიოს გადამრჩენი", შეიქმნა 1505 წელს, ეს არის ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც კერძო პირის მფლობელობაშია ამ მომენტში. 270 შეფასება არ არის
|