2019 წლის 10 ივნისს ქ. მაინის ფარნკფურტი - გოეთეს სახელობისფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა.
ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფ. ზვიად გაბისონიამ, პროფ. იოსტ გიპერტმა და პროფ. მანანა თანდაშვილმა.
-
-
აღსანიშნავია, რომ კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტირირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს "ვეფხისტყაოსნის" თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.
-
რუსთაველის კაბინეტის გახსნა გააძლიერებს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას.
-
✔️
თუკი ''ვეფხისტყაოსანი'' გიყვართ, გააკეთეთ საინტერესო ტესტი
✔️
✔️