სხვა 9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ 2019, 9 ივნისი, 19:08 ჰორმონები პატარა ქიმიური შიკრიკები არიან, რომლებიც სისხლში დაჰქრიან და ორგანოებს თავიანთი ფუნქციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ისინი მოქმედებენ: - ზრდასა და განვითარებაზე - სექსუალურ ფუნქციონირებაზე - შემეცნებასა და განწყობაზე - სხეულის ტემპერატურაზე - მეტაბოლიზმის პროცესზე ალბათ ხვდებით, მისი წესიერი ფუნქციონირება რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისათვის. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან მარტივად გამოდიან მწყობრიდან, კარგავენ ბალანსს და სხეულშიც სრული ქაოსი იწყება. ჰორმონალური დისბალანსი კაცებსაც აქვთ ხოლმე და ქალებსაც, მაგრამ ქალებში უფრო მეტად გამოკვეთილია. მისი ნიშნებია: წონაში მატებათუკი თავს იკლავთ დიეტებით და შედეგი არ გაქვთ, შეწყვიტეთ დიეტების ცვლა, ეს შეიძლება მისი არაეფექტურობის ბრალი სულაც არ იყოს. ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით კორტიზოლი. სტრეს-ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს პასუხს აგებს წონის მატებაზე და იმაზეც, თუ რა ადგილებში მოიმატებ წონას. მომატებულმა კორტიზოლმა შეიძლება გაზარდოს ინსულინის გამოყოფა სისხლში, რაც შაქრის დონეზე იმოქმედებს და ხშირად მადის გაძლიერებას იწვევს. განსაკუთრებით მუცლის მიდამოებში იმატებს ადამიანი და ძალიან საშიშია, მას გულის პრობლემებამდე მივყავართ. თმის ცვენა, ან პირიქით მომატებული თმიანობა, ქალებში აკნემიიჩნეოდა, რომ თმის ცვენა ტესტოსტერონის შემცირებაზე იყო დამოკიდებული, რაც სიმართლესთან ახლოს არის, რადგან ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტერონად, რომელიც ვნებს თმის ბუდეებს და თმა იწყებს ცვენას. ზოგჯერ იგი გამელოტებას იწვევს, ზოგჯერ არა, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. თმის ცვენა, მომატებული თმიანობა, გამონაყარი სწორედ ანდროგენების არევის შედეგია. ჭარბი ოფლიანობამენოპაუზის ან პერიმენოპაუზის დროს ქალებს ხშირად აცხელებთ. ეს შეხურებები, ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით კი ღამღამობით ოფლდენა ენდოკრინული სისტემის პრობლემების ბრალი შეიძლება იყოს, რომლის გამომწვევი მიზეზი, სწორედ რომ, ჰორმონალური დისბალანსია ძირითად შემთხვევაში. დაღლილობის შეგრძნება, მეხსიერების დაქვეითება, დაბნეულობა, განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს ძილიანობათუ თქვენ საკმარისად გძინავთ და მაინც დაღლილი იღვიძებთ აქაც კორტიზოლის ამბები იქნება. კორტიზოლი სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება და დარღვევა იწვევს მუდმივი მზადყოფნის პროცესს, რომელსაც თან ახლავს "იჩხუბე ან გაიქეცი" სინდრომი, რაც საშინლად გვღლის. კორტიზოლზეა დამოკიდებული აგრეთვე სიცარიელის და უსასოობის შეგრძნებაც. თუ თქვენ მუდმივად გავიწყდებათ - რა სად დადეთ, მოქმედებთ ინსტიქტებით და თავიდან გივარდებათ წვრილმანები, ეს ჰორმონალური დისბალანსის შედეგი შეიძლება იყოს. ტკბილის მოთხოვნილება, შიმშილის შეგრძნებაესეც კორტიზოლის და ადრენალინის ოინებია, დაღლილობის პარალელურად. ადამიანი ხარჯავს დიდ ენერგიას დ ამას ენერგიის შევსება სჭირდება. უხასიათობა, თავის ტკივილი, მენსტრუაციის დროს ტკივილიმუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა, გაღიზიანებულობა, დეპრესია ფარისებრი ჯირკვლის ბრალი იყოს შეიძლება.უძილობა, ძილის დარღვევებიჰორმონს, რომელიც ჩვენ მშვიდი ძილის საშუალებას გვაძლევს ესტროგენი ჰქვია, მისი დეფიციტი, რომელიც მენოპაუზას, პერიმენოპაუზას და ზოგადად ჰორმონალურ დისბალანსს ახასიათებს, იწვევს ინსომნიას, ან ძილის დარღვევებს. ქალების შემთხვევაში, ეს ტესტოსტერონმაც შეიძლება გამოიწვიოს, კაცებში კი ძილის აპნოეს იწვევს. ლიბიდოს დაქვეითებაჰორმონალური დისბალანსი იწვევს ლიბიდოს დაქვეითებასაც. ანდროგენების ნაკლებობა ქალებშიც კი აქვეითებს მას. მომნელებელი სისტემის პრობლემებიგასტრინი, სეკრეტინი, ჰოლეცისტოკინინი - ეს სამი ჰორმონია პასუხისმგებელი მონელებაზე და საკვების ისეთ მოლეკულებად გარდაქმნაზე, რომ სისხლმა შეიწოვოს. მათი არევა მომნელებელი სისტემის დარღვევას იწვევს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზეზი, ჰორმონალური დისბალანსის გარდა, სხვა რამეც შეიძლება იყოს. უმჯობესი იქნება ექიმთან ვიზიტი, მანამდე კი ჩვენ ისეთ შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ, ჰორმონალური დისბალანსიც რომ არ გქონდეთ, მაინც ძალიან დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ასე რომ, მის მომზადებას და დალევას წინ არაფერი უდგას. ინგრედიენტები: 1 საშუალო ბატატი (ტკბილი კარტოფილი) 5 სანტიმეტრი კურკუმა 1 ლიმონი 1 საშუალო კიტრი 4 ღერი ნიახური 3 დიდი სტაფილო ჩაყარეთ ეს ყველაფერი წვენსაწურში და მოამზადეთ წვენი. დალიეთ მაშინვე. ასევე დაგაინტერესებთ:ლავანდის უგემრიელესი ლიმონათი, რომელიც ებრძვის დეპრესიას და ნევროზს, აჯანსაღებს კანს და თმებსმოამზადე 5 წუთში, დალიე 5 დღის განმავლობაში და დაიკელი 5 კილო - შედეგი გარანტირებულიაერთი რამ, რაც უნდა გააკეთო ყოველ დილით, თუ გინდა წონაში დაიკლოჯადოსნური სასმლის უმარტივესი რეცეპტი, რომელიც დაგავიწყებთ, რას ნიშნავს დაღლილობაროგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიანსტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები. 2309 2-ს მოსწონს
|