სხვა მეცნიერებმა კაცობრიობის არსებობის ძირითადი საფრთხეები დაასახელეს 2019, 9 ივნისი, 15:40 ბრიტანეთში შეადგინეს დედამიწაზე სიცოცხლის ძირითადი საფრთხეების რეიტინგის სია. ანგარიში გამოქვეყნებულია "How Will The World End-ში". კვლევა ჩატარდა Blueclaw-ის მარკეტინგის სააგენტოს მიერ 50 სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს გამოყენებით, კერძოდ: გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით. როგორც აღმოჩნდა, ძირითადი საფრთხე ტუბერკულოზია, ვინაიდან, მხოლოდ 2017 წელს 2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა 10 მილიონიანი ინფიცირებული მოსახლეობიდან. ასევე, დიდი საფრთხე კაცობრიობის სიცოცხლისთვის არის ბირთვული ომი, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს. მკვლევარების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყაროს დასასრული დადგეს ასტეროიდთან შეჯახების გამო. 128 შეფასება არ არის
|