x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით

image

"ჩვენ შუაგულ ზღვაში შეხვედრილ გემებს ვგავდით, კურსი რომ შეიცვალეს და ახლა დროებით ერთი მიმართულებით მიცურავენ. თითქოს გზად შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს, როცა გეზი სრულიად სხვადასხვა პორტისკენ გვქონდა აღებული და ეს ორივემ ვიცოდით. ერთმანეთის სულიერი ნახევრები ვერასოდეს გავხდებოდით.
ის ჩემს სისტემაში შემოჭრილი უცხო სხეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მესაყვარლებოდა, სისტემა, მართალია ფრთხილად, მაგრამ მაინც ცდილობდა მის გარეთ გამოდევნას..." რიჩარდ ბახი


სულიერი ნახევარი ის ადამიანია, ვისთანაც ძალიან ღრმა, მარადისობის ხარისხში აყვანილი, ემოციური კავშირი გაქვთ. ეს თითქოს ორი ნაცნობი სულის შეხვედრაა. სულების, რომლებიც სხვა ცხოვრებებში ან სხვა განზომილებებში შეხვედრიან ერთმანეთს და ახლაც სწორედ ერთმანეთთან შესახვედრად, ან ერთმანეთთან ვალების გასასტუმრებლად დაუბრუნდნენ მიწას. ადამიანები ასეთ კავშირებს, როგორც წესი, თავადვე გრძნობენ, მაგრამ თუკი მაინც ეჭვი გეპარებათ, ჩვენ გთავაზობთ ნიშნებს, რომლითაც შეგიძლით მიხვდეთ, "ის" მართლა "ის" არის თუ არა.


1. მყისიერი ქიმია


ბევრს არ სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის, მაგრამ ასეთებს ალბათ მეორე ნახევრები არც შეხვედრიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ხდება ისე კომიკურად, როგორც აღწერენ ხოლმე - "და მივხვდი, რომ მე მე ვიყავი და ის ის იყო". უბრალოდ პირველივე შეხვედრაზე გეუფლებათ გრძნობა, რომ ამ ადამიანს იცნობთ და ისიც გიცნობთ. რაღაცნაირი ქიმია წარმოიშვება, თითქოს იცანით და გახსოვთ, რომ კარგად უგებთ.


image



2. თქვენ გიადვილდებათ იყოთ თქვენი ნამდვილი მე


როდესაც მასთან ხართ, გრძნობთ, რომ ზუსტად ისეთს გაფასებთ და გცემთ პატივს, როგორიც ხართ. მონათესავე სულთან არ გჭირდებათ თქვენი გრძნობებისა და ემოციების შენიღბვა, რადგან არ გეშინიათ, რომ ვერ გაგიგებთ. თქვენ არ ცდილობთ მოირგოთ რამე როლი მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად, რადგან ის თქვენს სულს სცნობს და თქვენი სული უყვარს.


3. გაყენებთ გამოწვევების წინაშე


თქვენ ამ ცხოვრებაში რაღაცის სასწავლად, გამოსასწორებლად და გამოცდილების მისაღებად მოხვედით და ის აუცილებლად დაგეხმარებათ ამ მისიის შესრულებაში. მონათესავე სულები ერთმანეთს გულხელდაკრეფილი ჯდომის უფლებას არ აძლევენ, კომფორტის ზონიდან აძევებენ და თავიანთი ოცნებების ახდენისთვის ბრძოლისკენ უბიძგებენ. თუმცა ხერხები სხვადასხვანაირია.


image


4. გაქვთ ტელეპატიური კავშირები


შიგნიდან გრძნობთ ხოლმე მის განცდებს, ემოციებს, რასაც თქვენს ინტუიციას მიაწერთ. ხშირად ამთავრებთ ერთმანეთის წინადადებებს, წინასწარ გიგრძვნიათ, რომ დარეკავდა, გცოდნიათ რას გეტყოდათ… ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კავშირი ფიზიკურს ცდება, მატერიალური, სამგანზომილებიანი სამყაროს მიღმა დგება.


5. თქვენი სიყვარული უძლებს წლებს


დროებითი სიყვარულებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხანდაზმულობის ვადაც კი დაუსვეს მეცნიერებმა, ასეთი სიყვარული არ ქრება. ან კი როგორ შეიძლება იმოქმედოს დრომ იმაზე, რაც დრო-სივრცულ განზომილების ფარგლებს ცდება? თქვენ მას ვერ მიატოვებთ, ან კი ვინ ან რა მოახერხებს რომ მიგატოვებინოთ, როცა სიკვდილმაც ვერ დაგაშორათ?


image


თუკი ეს ნიშნები თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში ვერ შენიშნეთ, ნუ დაღონდებით. გააცნობიერეთ, რომ თქვენმა სულმა სწორედ ეს ცხოვრება და ეს გარემო ირჩია განვითარებისთვის. ყველა ადამიანი რაღაცის სასწავლებლად ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს მონათესავე სულია თუ არა ის. ასე, რომ ვისთან ერთადაც არ უნდა იყოთ, იცოდეთ, რომ ზუსტად ეს ადამიანი გჭირდებათ ცხოვრების ამ ეტაპზე.


ასევე დაგაინტერესებთ:


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


8 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
11727
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
11727
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0