ფოტოგრაფია ყველა პრინცესას როდი სჭირდება პრინცი?! 2019, 7 ივნისი, 19:15 ამ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ ლენს რეისი, ფოტოგრაფი, პორტრეტისტი, რომელიც პორტლენდში, ორეგონის შტატში მოღვაწეობს. თავის ფოტოებს ავტორი უწოდებს ბუნებრივი სინათლის და შემოქმედებითი კინემატოგრაფიული კონცეფციების ნარევს. როგორც თვითონ აცხადებს მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში არის ის კავშირები სუბიექტებს შორის, რომლებსაც თვითონ აამყარებს და ის შესაძლებლობა და შანს რომ ლინზის წინ მისმა სუბიექტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ფოტოებზე ასახული გოოგონები ჯორდანი და ვივიანა მან ინსტაგრამზე შენიშნა და მაშინვე მათი გადაღების სურვილი გაუჩნდა. მათი ფოტოსესიებიდან ეს ავტორისათვის ყველაზე საყვარელი სერიაა, მისი თქმით, ამ სერიით სურდა დაერღვია სტერეოტიპი რომ ყველა პრინცესას სჭირდება პრინცი. მისი აზრით სიყვარული სიყვარულია და ამ ყველაფრის კრეატიულ ჭრილში გამოხატვას ცდილობს საკუთარი შემოქმედებით. ამ შემთხვევაში მან ორი ყველასათვის კარგად ცნობილი პრინცესა ფიფქია და ბელი დააკავშირა. 57 1-ს მოსწონს
|