ფეხბურთი ფეხბურთელების გოგონები 2012, 24 ივლისი, 5:49 ჟურნალი GQ წარმოგიდგენთ ფეხბურთელების მეუღლეების და მეგობარი გოგონების ტოპ ათეულს.
1)ირინა შეიკი: პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგონა. ერთად არიან 2010 წლიდან. სააგენტო Intimissimi-მის სახე. მისი ყოფილი ბოიფრენდებიდან აღსანიშნავია ფეხბურთელი რონალდინიო და ლინკინ პარკის მედოლე რობ ბურდონი.
2)ალექს ჯერარდი: სტივენ ჯერარდის მეუღლე და 3 შვილის დედა. Daily Mirror-ის ჟურნალისტი და მოდელი.
3)შაკირა: ბარსელონას მცველის ჟერარ პიკეს გელფრენდი 2011 წლის მარტიდან. შაკირა აპირებდა გათხოვებას არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის შვილზე, რომელსაც 11 წელი ხვდებოდა, მაგრამ დაშორდა წინა წელს და ეხლა პიკესთან ერთად არის. 4)მამენ სანსი: რაულის მეუღლე 1995 წლიდან. 5 შვილის დედა. ყოფილი მოდელი, მის მადრიდი. 5)არანჩა დე ბენიტო: ესპანელი ფეხბურთელის გუტის მეუღლე. ესპანეთის ტელევიზიის ვარსკვლავი. 6)ალიონა სერედოვა: იტალიის ნაკრების და იუვენტუსის მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის მეუღლე. 2 შვილის დედა. მოდელი, 1998 წლის ჩეხეთის ვიცე მისი. 7)სარა კარბანერო: იკერ კასილასის საცოლე. ქორწილი დაგეგმილია ამ ზაფხულს. ტელეწამყვანი. ამერიკული FHM-ის ვერსიით ყველაზე სექსუალური რეპორტიორი. 8)სილვია მეისი: ჰოლანდიელი ფეხბურთელის რაფაელ ვან დერ ვაარტის მეუღლე 2005 წლიდან. ტელეწამყვანი. 2012 წელს გახდა პროტოტიპი თოჯინა ბარბისთვის. 9)სარა ბრენდნერი: ბასტიან შვაინშტაიგერის მეგობარი გოგონაა 2006 წლიდან. პროფესიით ფოტომოდელია. 10)ვიქტორია ბექჰემი: 1999 წლიდან დევიდ ბექჰემის მეუღლე. 4 შვილის დედა. მომღერალი, დიზაინერი და მწერალი. 168 2-ს მოსწონს
|