x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ადამი და ევას ისტორია-წაუკითხეთ ის ბავშვებს
ბიბლიის მიხედვით ყველაფერი ესე დაიყო:

ღმერთმა დართო ნება ადამსა და ევას, ეჭამათ ყველაფერი სამოთხის ბაღიდან, გარდა იმ ხისა, რომელსაც ერქვა "კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე". ღმერთმა მათ უთხრა: თქვენი სასჯელი იქნება სიკვდილი.


imageადამი და ევა ლაღად და ბედნიერად ცხოვორბდნენ სამოთხის ბაღში. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ქონდათ საკვები, არ ტკიოდათ, არ ბერდებოდნენ და არ კვდებოდნენ. image
მაგრამ არსებობდა სატანა- ბოროტი, განდგომილი ანგელოზი, რომელიც ადამიაების მტრად გვევლინება. მან გადაწყვიტა, რომ შეეცდინა ადამი და ევა. სატანა ბიბლიის მიხედვით, იღებს გველის სახეს, უახლოვდება ევას და ეუბნება : ღმერთმა აგიკრძალათ რომელიმე ნაყოფი? ევა პასუხობს: " ჩვენ შეგვიძლია ყველა ნაყოფი ვჭამოთ, გარდა იმ ხისა, რომელიც სამოთხის შუაგულშია, თუ მას შევჭამთ ჩვენ მოვკვდებით".

მაშინ გველმა გადაწყვიტა, ევას ეჭვი შეპარვოდა ღვთის სიტყვებში, მის სიყვარულში, ამიტომ დაიწყო მისი მოტყუება, ეუბნებოდა რა მას, რომ:"თქვენ არ მოკვდებით. ღმერთმა იცის, რომ იმ დღეს, როცა ნაყოფს შეჭამთ აგეხილებათ თვალები და იქნებით ისეთი, როგორიც ღმერთია, გეცოდინებათ რა არის სიკეთე და ბოროტება"



ამის შემდეგ ადამიანის გონებას თითქოს სატანა ეუფლება. მათ ყველაფერი ქონდათ, მაგრამ რაღაც უფრო მეტი ჭირდებოდათ.....

imageროცა ევამ შეხედა ნაყოფს, ის მოეჩვენა საკვებად უფრო გემრიელი, თვალისთვის უფრო სასიამოვნო, რადგან მისცემდა მას "ცოდნას, კეთილისა და ბოროტის შესახებ". მან მოსწყვიტა ნაყოფი ხს და შეჭამა. შემდეგ შეაცდინა ადამი და მსაცა გაასინჯა. ამის შემდეგ ღმერთი ეუბნება ადამს: " იმისათვის, რომ შენ ქალის ხმას მოუსმინე, შეჭამე ის ნაყოფი, რომელიც აკრძალული გქონდა- "დაწყევლილი იქნება დედამიწა" შენ გამო. გაჭირვებით მოიპოვებ შენ საკვებს, მთელი სიცოცხლე, შენი სახის ოფლით შეჭამ პურს, მანამ სანამ მიწად არ გადაიქცევი, რადგან მიწა ხარ და მიწად იქცევი"

ღმერთმა ისინი გამოაგდო სამოთხიდან და იქ ისინი ვეღარასოდეს ვერ დაბრუნდნენ.

ევამ ტკივილით გააჩინა შვილები...image

გავრცელებული მითის თანამხად ნაყოფი იყო ვაშლი, მაგრამ ეს არსად არ დასტურდება და საერთოდ არც ადამისა და ევას არსებობაა დადასტურებული. ეს ამბავი ოდნავ მაინც თუ ახლოსაა რეალობასთან, მაინც წარმოუდგენლად ჟღერს, მთავარი კი ისაა, რომ ადამიანები უნდა ვიყოთ კმაყოფილი იმით, რაც გვაქვს.








4
1495
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
1495
  
2022, 14 მაისი, 14:04
ამ სტატიას ქალთა უფლების დამცველები კითხულობენ?: ) "იმისათვის, რომ შენ ქალის ხმას მოუსმინე, დაწყევლილი ხარ შენ და დაწყევლილია მთელი დედამიწაო"
2019, 6 ივნისი, 12:05
არვიცი, საცვლის:დდდ
2019, 6 ივნისი, 9:37
პირველ ფოტოზე თევზი რისი სიმბოლოა?)
0 1 4