რელიგია ადამი და ევას ისტორია-წაუკითხეთ ის ბავშვებს 2019, 6 ივნისი, 0:34 ბიბლიის მიხედვით ყველაფერი ესე დაიყო:
ღმერთმა დართო ნება ადამსა და ევას, ეჭამათ ყველაფერი სამოთხის ბაღიდან, გარდა იმ ხისა, რომელსაც ერქვა "კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე". ღმერთმა მათ უთხრა: თქვენი სასჯელი იქნება სიკვდილი.
![]() ![]() მაგრამ არსებობდა სატანა- ბოროტი, განდგომილი ანგელოზი, რომელიც ადამიაების მტრად გვევლინება. მან გადაწყვიტა, რომ შეეცდინა ადამი და ევა. სატანა ბიბლიის მიხედვით, იღებს გველის სახეს, უახლოვდება ევას და ეუბნება : ღმერთმა აგიკრძალათ რომელიმე ნაყოფი? ევა პასუხობს: " ჩვენ შეგვიძლია ყველა ნაყოფი ვჭამოთ, გარდა იმ ხისა, რომელიც სამოთხის შუაგულშია, თუ მას შევჭამთ ჩვენ მოვკვდებით". მაშინ გველმა გადაწყვიტა, ევას ეჭვი შეპარვოდა ღვთის სიტყვებში, მის სიყვარულში, ამიტომ დაიწყო მისი მოტყუება, ეუბნებოდა რა მას, რომ:"თქვენ არ მოკვდებით. ღმერთმა იცის, რომ იმ დღეს, როცა ნაყოფს შეჭამთ აგეხილებათ თვალები და იქნებით ისეთი, როგორიც ღმერთია, გეცოდინებათ რა არის სიკეთე და ბოროტება" ამის შემდეგ ადამიანის გონებას თითქოს სატანა ეუფლება. მათ ყველაფერი ქონდათ, მაგრამ რაღაც უფრო მეტი ჭირდებოდათ..... ![]() ![]() 1598 4-ს მოსწონს
|