სისხლის სამართალი შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავა 2019, 4 ივნისი, 16:24
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და გარდაცვლილის ახლობლები ხშირად მიუთითებდნენ კალანდიაზე, რომ დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალი იყო. სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება და განაჩენი, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჩადენილი იყო ჯგუფურად, დაუდგენელი პირების მონაწილეობით, ნიშანი იყო იმისა, რომ ამ საქმეზე ბრალდებული ან ბრალდებულები კიდევ იქნებოდა. როგორც მიხეილ კალანდიას ძმა და მამა აცხადებენ, ბრალდებული უდანაშაულოა და მას დანა საერთოდ არ ჭერია.ამასთან მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიაზე გამოძიებას ეჭვი თავიდანვე ჰქონდა და დროებითი საგამოძიებო კომისიაც აქტიურად განიხილავდა მის მონაწილეობას დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში.კალანდიას საქმეს შეეწირნენ სუბელიანი და მორჩაძეც.პირველ მათგანს ბრალი წაეყენა დანაშაულის შეუტყობინებაზე, ხოლო მეორეს მოწმეზე ზემოქმედების გამო.
ასევე საინტერესოა: ბავშვების ცემის შემზარავი სტატისტიკა 11 წლის ბიჭი სატანისტურ რიტუალს შეეწირა
19 1-ს მოსწონს
|