შოუბიზნესი თანამედროვეობის 15 ყველაზე ლამაზი შერეული სისხლის მქონე ქალბატონი, რომლის სილამაზეც ყველას აოცებს (ფოტოები) 2019, 4 ივნისი, 14:21 როგორც ამბობენ შერეული სისხლის ბავშვები ბევრად უფრო ლამაზები არიან. ამ თემაზე ძალიან ბევრი და დიდხანს შეიძლება ვიდავოთ. სწორედ ამ დავის თავიდან ასარიდებლად კარდიფის უნივერსიტეტის შესასვლელში 1000 -ზე მეტი სხვადასახვა სისხლის მქონე ადამიანის ფოტო გამოფინეს, მათ შორის იყო მეტისების( შერეული სისხლის მქონე ადამიანების) ფოტოებიც. მათ სთხოვეს ადამიანებს აერჩიათ ყველაზე მიმზიდველი და ლამაზი სახეები. როგორ ფიქრობთ, რომელი ფოტოები აირჩია უმეტესობამ? რა თქმა უნდა მეტისების. ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა ეს მოსაზრება და თანამედროვეობის ყველაზე მეტისები გვეჩვენებინა. მაშ ასე, მზად ხართ სილამაზით ტკბობისთვის? ადრიანა ლიმა - მისი სილამაზე მისი პორტუგალიური, ფრანგული და კარიბელი წინაპრების დამსახურებაა. მილა იოვოვიჩი - დაიბადა 1975 წლის 17 დეკემბერს. მამა სერბი ყავდა, წარმოშობით ჩერნოგორიიდან, დედა კი რუსი. ანჯელინა ჯოლი - ჩეხური, ინგლისური (მამის მხრიდან), ფრანგულ-კანადური და ბერძნული (დედის მხრიდან) წარმომავლობის ულამაზესი ვარსკვლავი. ნიკოლ შერზინგერი- ჰავაიელი ლამაზამანი, რომლის წინაპრებიც რუსები, ჰავაიელები და ფილიპინელები იყვნენ. მეგან დენიზ ფოქსი -1986 წლის 16 მაისს ტენესის შტატში დაიბადა. მისი წინაპრები კი ირლანდიელები, ფრანგები და ინდოელები იყვნენ. შაკირა - მამა არაბი-ლიბანელი, დედა - კოლუმბიური, ესპანური და იტალიური ფესვებით. ბიონსე - მამა აფროამერიკელი, დედა კი კრეოლი (ამერიკული და ფრანგული ფესვებით) სალმა ჰაიეკი - დაიბადა მექსიკაში, ვერაკრუსის შტატში. დედა ესპანელი, მამა კი ლიბანელი ჰყავს. შარლიზ ტერონი - დედის ხაზით მსახიობი გერმანელია, ხოლო მამის ხაზით, ფრანგი და ჰოლანდიელი წინაპრები ჰყავდა. კამერონ დიასი - დედა - ნახევრად ინგლისელი, ნახევრად გერმანელი. მამა კი ამერიკაში დაბადებული კუბელი. ასევე მისი წინაპრები ინდოელებიც იყვნენ. კეიტ ბეკინსეილი - დაიბადა ლონდონში, თუმცა მისი წინაპრები ბირმიდან იყვნენ. მერაია ქერი - დედა ირლანდიელი, მამა კი აფრო-ვენესუელური წინაპრებით. ჯესიკა ალბა - დაიბადა 1981 წლის 28 აპრილს, დედის მხრიდან დანიელი, ფრანგულ -კანადური ფესვებით, მამის მხირდან კი მექსიკური წარმოშობის ამერიკელი. ნატალი პორტმანი - დაიბადა იერუსალიმში. დედის მხრიდან მსახიობის წინაპრები იუდეველბი იყვნენ რუსეთიდან და ავსტრიიდან, ხოლო მამის მხრიდან, მამის მხრიდან კი რუმინთიდან და პოლინეთიდან. კრისტინა მარია აგილერა- დედით ირლანდიელი, მამით კი ეკვადორელია. 3686 5-ს მოსწონს
|