სხვა "მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი" - რას წერს იმ გოგონას მამა, რომელიც მე-7 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა 2019, 4 ივნისი, 13:13 თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის შვილი, ლენო გვარჯალაძეა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. როგორც 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ლოსაბერიძე აცხადებს, მომხდარის შესახებ სკოლამ დღეს დილით გაიგო ერთ-ერთი მოსწავლისგან. ლოსაბერიძის თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით, მოზარდის საცხოვრებელ სახლში მოხდა. "გოგონას თანაკლასელს ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა, რაღაც მოხდაო. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თავიდან, შემდგომ გადავრეკეთ და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა. გამორჩეული გოგონა იყო, გამოირჩეოდა განათლებით, თავისი ასაკის ბავშვებს უსწრებდა. თავისუფალი აზროვნება ჰქონდა, იტყოდი, რომ მეცხრე კლასელი კი არა, მეთორმეტე კლასელი იყო", - განაცხადა სკოლის დირექტორმა. გარდაცვლილი გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: "ლენო, მა, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია... მიყვარხარ", - წერს გიორგი გვარჯალაძე. გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 1016 შეფასება არ არის
|