x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
8 პრინციპი, რომელსაც ყველა მილიარდერი ეთანხმება - გაითვალისწინე, იქნებ შენც გამდიდრდე!
როგორც ჩანს, ყველა წარმატებულ ადამიანს, აქვს საკუთარი - "წარმატების საიდუმლო", თუმცა არსებობს საერთო თვისებებიც, რომლებიც დაეხმარათ მათ, რომ მიეღწიათ წარმატებისთვის და გამხდარიყვნენ მდიდრები.


image


დღევანდელ სტატიაში, მინდა იმ 8 პრინციპზე გესაუბროთ, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების საკითხში და მათ ყველა მილიარდერი ეთანხმება. ვინ იცის, თუ გაითვალისწინებთ, იქნებ თქვენც მიაღწიოთ დიდების მწვერვალებს.



1. უმაღლესი განათლება - სისულელეა.



ყველამ ვიცით, რომ უმაღლესში სწავლა, მაშინაც კი, თუ წარმატებით დაამთავრებთ მას, საუკეთესო სამსახურის გარანტიას არ იძლევა. მილიარდერი ადამიანების შემთხვევებიც ადასტურებს ამ ფაქტს.



ბრენდი Zara-ს დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა დაიბადა და გაიზარდა ისეთ ღარიბ ოჯახში, რომ მას საშუალება არ ჰქონდა თუნდაც სკოლა დაემთავრებინა.

image




ბილ გეიტსმა კი ჰარვარდის უნივერსიტეტი მიატოვა იმის გამო, რომ საკუთარი კომპანია ჩამოეყალიბებინა და დიპლომიც მხოლოდ 30 წლის შემდეგ აიღო.

image





2. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მხარდაჭერა?


მარკ ცუკერბერგის მშობლებმა მიიჩნიეს, რომ სულაც არ იყო სავალდებულო მარკი ყველა გაკვეთილს დასწრებოდა, რადგან გარკვეული საგნები მას არ მოსწონდა. პროფესიით სტომატოლოგ მამას, ადრეული ასაკიდან შეუმჩნევია, რომ მარკი კომპიუტერული ტექნოლოგიებით იყო გატაცებული, ამიტომ შესთავაზა გაეკეთებინა ისეთი პროგრამა, რომელიც მის პაციენტებსა და კლინიკას შორის დამაკავშირებელ ჯაჭვს წარმოადგენდა.

image




რაც შეეხება ჯეფ ბეზოსის მშობლებს, მათ მუდამ სჯეროდათ, რომ ის წარმატებას მიაღწევდა, ამიტომ მის საქმეში დედ-მამამ პირველი 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადეს.

image






3. ტანსაცმელი.


მდიდარი ადამიანები მნიშვნელობას ტანსაცმელს არ ანიჭებენ, მთავარია ის იყოს პრაქტიკული და უბრალო. მარკ ცუკერბერგი ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე სადა, რუხი ფერის მაისურით და ჟურნალისტები ამაზე ხშირად იცინიან და ამბობენ - " ნუთუ სხვა ტანსაცმელი არ აქვს საბრალოს?"


image



პატარა საიდუმლოს ფარდა აეხადა, როდესაც მარკმა შეგვაჭყიტა თავის კარადაში, იქ კი უამრავი მსგავსი მაისურები დაგვხვდა. რატომაც და არა...? ფსიქოლოგები გვინმარტავენ, რომ პასტელის ფერები ძალიან ამშვიდებს ადამიანს და ეხმარება მას ინფორმირებულ გადაწყვეტილებებში.


image






4. ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას!


სიყვარულის ისტორია, თითქმის ყველა მილიარდერის შემთხვევაში იდენტურია - ისინი ხვდებიან თავიანთ სიყვარულს გამდიდრებამდე- ცხოვრების საწყის ეტაპზე და სამყაროსაც მათი გარემოცვისას ტოვებენ.



image


ბილ გეითსის შემთხვევაში ისტორია ცოტათი განსხვავებული იყო. ის მელინდა ენ ფრენჩს მაშინ შეხვდა, როდესაც Microsoft- ის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მელინდა არ ჩქარობდა რომანტიკულ ურთიერთობებში, ფიქრობდა, რომ უფროსთან შეხვედრები ცუდი იდეა იყო. თუმცა, ბილმა მოახერხა მისი გულის სამუდამოდ (იმედია სამუდამოდ) დაპყრობა.


image







5. აღმაფრენა და დაცემა.


მტვერსასრუტის შესაქმნელად, რომელიც მტვრის ტომარის გარეშე იმუშავებდა, ჯეიმს დაისონმა 5, 127 პროტოტიპი შექმნა. ამ დროს კი მისი მეუღლე დაკავებული იყო დიასახლისობით, ბავშვების აღზრდით და თან მუშაობდა, რომ ოჯახი გამოეკვება.

image






6. ბავშვების აღზრდა.


ამბობენ, რომ უორენ ბაფეტის შვილებმა მამის სიმდიდრის შესახებ გაზეთებიდან შეიტყვეს. ბაფეტი ცდილობდა, რომ შვილები აერიდებინა უაზრო ცხოვრების წესს და ბავშვობიდან ესწავლათ შრომა და დამოუკიდებლობა.



image






7. მუშაობა საზოგადოების სასარგებლოდ.


მარკ ცუკერბერგი სულ ოცნებობდა შეექმნა ისეთი სოციალური ქსელი, რომლის მეშვეობით მეგობრები და ახლობლები შეძლებდნენ ურთიერთობას. ახლა Facebook- ზე დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანია!


image






8. გუნდური მუშაობა.


მდიდარმა ადამიანებმა იციან რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და სხვისი აზრის მოსმენა ან გათვალისწინება. გარდა ამისა, მათ იციან, რომ სამუშაოს მოაქვს არამარტო ფული, არამედ სიამოვნება და განვითარება. მაგალითად, Google- ის დამფუძნებლები Larry Page და Sergey Brin- ი საშუალებას აძლევენ თანამშრომლებს, რომ დროის 20% დაუთმონ იმ პროექტებს, რომლებიც სხვა თანამშრომლების ინტერესებში შედის.



image





P.S. როგორც ხედავთ, ჩამოთვლილი ყველა პრინციპი ძალზედ მარტივია, თუმცა ბევრი ბიზნესმენი უგულებელყოფს მას, ბევრი ღარიბი კი მიზნისთვის სესხს იღებს.




0
157
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0