სხვა ის საგანგაშო შედეგები, რომელსაც მარიხუანას მოხმარება იწვევს 2019, 3 ივნისი, 9:47 გავრცელებული მოსაზრება მარიხუანას (ჰაშიში, პლანი, კანაბისი, კანაფი) უწყინარობის შესახებ, მხოლოდ მითია. უარყოფით შედეგებს, რომელსაც მარიხუნას მოხმარება იწვევს, არცთუ მცირე ჩამონათვალი აქვს. მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზროვნებისაკენ მიდრეკილება. მისმა დიდი დოზებით სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი – ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, აგრესიულობა. ახლა კი უფრო დავკონკრეტდეთ: 1.ფიზიოლოგიური ეფექტები მარიხუანას მოხმარებისას :
* მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესიებას, თვალის ანთებას;
* მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულისცემის გაძლიერებას;
* მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას;
*მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს;
* მარიხუანა იწვევს მოთენთილობას;
* მარიხუანა იწვევს ძილიანობას;
* მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას;
* მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს;
* მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას;
* მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას;
* მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებებს; ამასთანავე ის არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, პირის ღრუს უსიამოვნო სპეციფიკური სუნს.
* მარიხუანა ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას, ვიდრე თამბაქო. შესაბამისად, მეტია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც.
2.ეფექტები, რომელსაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევებში:
*მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს;
*მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობითი) აქტიურობას;
*მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს;
*მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს. რომელიც საჭიროებს ყურადღებას;
*მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ "ყბედობას";
3. ემოციური ეფექტები:
*ეიფორია
* მდგომარეობა, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგან შფოთთან
4. ნერვოფსიქოლოგიური ეფექტები
*მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას;
*მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას;
*მარიხუანა იწვევს აპათიას;
*მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს;
*მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას;
მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს;
*მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს;
*მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს;
*მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას;
*მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა);
5. მარიხუანას ზემოქმედება ტვინზე
*მარიხუანა მოქმედებს აზროვნებაზე, გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის შესაძლებლობაზე.
*მარიხუანას / დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით/ შეუძლია გამოიწვიოს პანიკა, მოუსვენრობა და ტოქსიკური ფსიქოზი.
6. მარიხუანას ზემოქმედება ფილტვებზე
*მარიხუანას მოხმარება იწვევს თამბაქოს მწეველთათვის დამახასიათებელ მთელ რიგ მავნე ეფექტებს: ბრონხიტი, ფარინგიტი, სინუსიტი .
*იგი ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზებისა და არხების დაავადებებს.
*მარიხუანა იწვევს უფრო მეტ რისკს, წარმოიშვას ფილტვის კიბო, ვიდრე თამბაქო
7. მარიხუანას ზემოქმედება გულზე
* მარიხუანა იწვევს გაძლიერებულ გულისცემას, პულსის გახშირებას და სისხლის წნევის მომატებას.
8. მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (მამაკაცებში)
*მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ მოზარდებში მან შეიძლება სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.
*გართულების შემთხვევაში ხდება სპერმატოზოიდების როდენობის შემცირება და შეზღუდვა, ასევე სპერმაში ანომალური უჯრედების მომატება.
9 მარიხუანას ზემოქმედება რეპროდუცირების სისტემაზე (ქალებში)
* მარიხუანა ცვლის ტვინის მოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულიაციის დარღვევა და განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება.
* მარიხუანამ შესაძლებელია ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარებაზე, ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე, ამან კი ეგრეთ წოდებული ”მარიხუანის ფეტალური შედეგი” შეიძლება გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ახალდაბადებულ ჩვილთა წონაში კლებასა და მისი განვითარების გადახრებში. ამის მიზეზია ის, რომ მარიხუანა ძუძუთი კვების დროს დედის რძიდან გადადის ახალშობილის ორგანიზმში.
10. მარიხუანა და მისი ზემოქმედების სხვა შედეგები
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოჰყვეს მარიხუანას მოხმარებას, არის ის, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნა სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებებზე.
614 1-ს მოსწონს
|