სხვა ნოვოჩერკასკის მომიტინგეთა დახვრეტა-კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი საბჭოთა კავშირის ისტორიიდან 2019, 3 ივნისი, 7:51 ![]() 1962 წლის 1-3 ივნისს ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის მუშების გაფიცვა ტრაგედიით დამთავრდა, მოკლეს 26 ადამიანი, დაიჭრა 87, ბუნტის 7 მონაწილეს დახვრეტა მიესაჯა, ხოლო დანარჩენებს ხანგრძლივი პატიმრობა.ამ ამბავს 80-იანი წლების ბოლომდე გრიფით საიდუმლო ედო, 1996 წელს მოხდა დახვრეტილთა და გასამართლებულთა რეაბილიტაცია. 1960-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა, განსაკუთრებით ეს პურს შეეხებოდა, თეთრი პური საერთოდ გაქრა მაღაზიებიდან, ტალონებზე იყიდებოდა ჭვავის პური და ისიც მეტისმეტად უხარისხო.საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხრუშჩოვმა გადაწყვიტა ხორბალი საზღვარგარეთიდან შემოეტანა.ამას დაემატა 1962 წლის 31 მაისის დადგენილება, რის მიხედვითაც "შრომელთა მოთხოვნით"(რა დონის ირონიაა)ხორცი, ხორცპროდუქტები(ძეხვი, სოსისი) საშუალოდ 30%-ით, ხოლო ზეთი 25%-ით ძვირდებოდა. ამ დროს კი ნოვოჩერკასკის ელმავალმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელობამ ს გამომუშავების ნორმების მომატებაც ზედ დაურთო, რაც მუშებისთვის პრაქტიკულად ნიშნავდა შემოსავლის შემცირებას 25–30%–ით. ![]() სულ მალე გამოჩნდა ქარხნის დირექტორი ნ.კუროჩკინი, რომელმაც ვითომდა დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვის მიზნით ასეთი ხუმრობანარევი ფრაზა წამოისროლა:"არ გაქვთ ფული ხორციანი ღვეზელისთვის?-ჭამეთ ლივერი" ![]() სულ მალე გაფიცულებს შეუერთდნენ მუშები სხვა საწარმოებიდან, მათი რაოდენობა 5 000 კაცამდე ავიდა, დაიწყო ქაოსურად შენობების დაარბევა, ჩაამტვრიეს როსტოვი-სარატოვის მატარებლის შუშები და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქარხნის ადმინისტრაციას.მაგალითად, მთავარ ინჟინრის ცოცხლად დაწვაც კი სურდათ, (გაფიცულთაგან ბევრი წარსულში ნასამართლევი იყოთ)თუმცა მან შეძლო თავის დახსნა. მალე ეს ამბავი ხრუშჩოვამდე მივიდა, ნოვოჩერკასკში გაიგზავნა შსს, სუკის და ცკ პრეზიდიუმის წევრების დელეგაცია, 1 ივნისს 16:30 წუთზე დემონსტრანტთა წინაშე სიტყვით გამოვიდა როსტოვის ოლქის პირველი მდივანი ალექსანდრე ბასოვი და აღმასკომის თავმჯდომარე ივან ზამეტინი, ხალხი თითქოს დამშვიდდა, მაგრამ ხალხთან საუბრის და სიტუაციის გარკვევის ნაცვლად ბასოვმა დაიწყო ცკ ოფიციალური მიმართვის პერეფრაზირება, რამაც მომიტინგეები ძალზე გააღიზიანა, დაუწყეს მას სტვენა და ბოთლების, ქვების და რკინის ნაჭრების სროლა.ამის შემდეგ გაფიცულები შტურმით ქარხნის ადმინისტრაციისკენ გაეშურნენ, ბასოვი ერთ-ერთ კაბინეტში ჩაიკეტა და ტელეფონით ჯარის შემოყვანა ითხოვა. ![]() შემდეგ ცეცხლი გადაიტანეს უშუალოდ მომიტინგეებზე. მოკლულთა გვამებს ერთმანეთზე აწყობდნენ იქვე ახლოს მდებარე ბანკის სარდაფში. შემდეგ ეს გვამები გადაიტანეს რომელიღაც მიტოვებულ შახტაში და მოედნიდან სისხლი გადარეცხეს . აღსანიშანავია, რომ ხალხის დახვრეტის მიუხედავად მომიტინგეები კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას, ჯარისკაცებს ქვებს ესროდნენ, იყო მოწოდებები, რომ მოეკლათ არა მარტო ხელმძღვანელი პირები, არამედ ყველა კომუნისტი. 3 ივნისს დილით საქალაქო კომიტეტთან 500-მდე მომიტინგე კვლავ შეიკრიბა, ისინი დაკავებულები გათავისუფლებას და კვლავ შრომითი ნორმატივის შემცირებას და ხელფასის მომატებას ითხოვდნენ, ხელმძღვანელობა შეღავათებს შეპირდა და ამასთანავე პარალელურად ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური პროპაგანდა, დაეყრდნო რა ლოიალურად განწყობილ მუშებს, საბოლოოდ კიდევ დააკავეს 240 ადამიანი. ![]() მთლიანად ნოვოჩერკასკის გაფიცვას შეეწირა 26 კაცი, 87 დაიჭრა, 7 კაცს მიესაჯა დახვრეტა, ხოლო 105-ს გადასახლება. ![]() 2012 წელს გამოდის ფილმი-სერიალი "ერთხელ როსტოვში"(Однажды в Ростове) სადაც ეს ტრაგიკული მოვლენაა ასახული.სტატიის მთავარ ფოტოდ სწორედ ამ ფილმის კადრია გამოყენებული. 671 5-ს მოსწონს
|