x
image
მაია 24
12 შოკისმომგვრელი მეცნიერული ფაქტი სექსის შესახებ
image


სექსუალური რევოლუცია თითქოს ნახევარი საუკუნის წინ მოხდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით მის შესახებ. ვილიამ მასტერსი და ვირგინია ჯონსონი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწორედ ამ პერიოდიდან იკვლევდნენ სექსს. მათმა აღმოჩენებმა დაამსხვრიეს ბევრი მითი და შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენები სექსის შესახებ. თუმცა ის, რაც დოქტორ ედენმა და ნაომი ვულფმა დაასკვნეს, მასტერსსა და ჯონსონსაც კი გააოცებდა.


1. განათება ქალის ფერტილობაზე მოქმედებს


ქალებს მენსტრუაცია ახალ მთვარეზე ჰქონდათ (როცა ღამე ძალიან ბნელია) და ოვულაცია სავსე მთვარეზე (როცა ღამე ნათელია). ახლა ხელოვნური განათებების და კაშკაშა ეკრანების წყალობით ქალებმა ბუნებასთან ბიოლოგიური კავშირი დაკარგეს. ბევრი წყვილი, რომელსაც უშვილობის პრობლემა აქვს, სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით ცდილობს ორსულობის დაგეგმვას. ამ მეთოდს lunaception ჰქვია.



image


2. ქალი შეიძლება დაორსულდეს სექსუალური აქტის შემდეგ 5-დან 8 დღემდე


კვლევებმა აჩვენა, რომ სპერმას შეუძლია დაახლოებით ერთ კვირას დაელოდოს საკვერცხის მომწიფებას და შემდეგ გაანაყოფიეროს იგი.


3. ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ქალის ორგაზმზე უარყოფითად აისახება


ზოგიერთ ქუსლიანი ფესაცმელის თაღი ისეა გაკეთებული, რომ ჭიმავს მენჯის იმ კუნთებს, რომელიც ორგაზმის დროს იკუმშება. "ორგაზმის დროს ამ თაღის ზომა 60 ამდე აღწევს და თუკი თქვენ 55-ამდე ხართ ასული მაღალ-ქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით, სრულ სიამოვნებას ვერ მიიღებთ", - ამბობს მკვლევარი ფრომბერგი.


4. ორგაზმი ქალის კრეატიულობას ზრდის


კვლევებმა აჩვენა, რომ სექსი ქალს უფრო თავდაჯერებულს, პროდუქტიულსა და კრეატიულს ხდის და პირიქით, როცა ქალი თავდაჯერებული, კრეატიული და პროდუქტიულია, უფრო სრულყოფილი ორგაზმი აქვს.


image


5. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ლიბიდოს აქვეითებს


ნებისმიერ კონტრაცეპტივს ფსიქოლოგიური უარყოფითი ეფექტი აქვს. ბევრ ქალს მისი შეწყვეტის შემდეგ დაორსულება უჭირს და საერთოდ პარტნიორის მიმართ ვეღარ გრძნობს იმ ლტოლვას, რასაც აბების მიღებისას გრძნობდა. არის შემთხვევები, რომ სწორედ აბების გამო სექსუალური ლტოლვა გამქრალა იმ წყვილებს შორის, ვისაც ადრე მშვენიერი თავსებადობა ჰქონდა.


6. სკამზე ჯდომამ ქალი შეიძლება აღაგზნოს


ზოგიერთი სკამის დიზაინი ისეთია, რომ მასზე ჯდომისას სქესური ნერვი ისრისება და იწვევს სექსუალურ აღგზნებას.


7. თუმცა მან შესაძლოა შეამციროს ორგაზმის ეფექტიც


დიდხანს სკამზე ჯდომა ადუნებს და აზარმაცებს კუნთებს, რომლებმაც ორგაზმის მიღებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ამიტომ ხელისშემშლელი ფაქტორიც ხდება.


image


8. ქალს სამი ეროგენული ზონა აქვს


კლიტორი, G წერტილი და საშვილოსნოს ყელი. ბევრი, ამბობს რომ კერტებიც შედის ამ სიაში.


9. ნერვული დაბოლოებები ყველა ქალის ვაგინაში სხვადასხვანაირად ნაწილდება


ყოველი ქალი ისეთივე უნიკალურია, როგორც ფიფქი და ნერვული დაბოლოებებიც სულ სხვადასხვა ადგილას არის გაფანტული მის გენიტალიებში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ქალი აბსოლუტურად განსხვავებულად აღწევს ორგაზმს.


10. ის პულსაცია, რომელსაც ორგაზმის დროს გრძნობს ქალი სპერმის შეგროვების მცდელობაა


საშვილოსნო წინ და უკან მოძრაობს, რომ ფერტილურობა გაიზარდოს.


image


11. ბევრი წყლის სმა ორგაზმის ხარისხს აუმჯობესებს


რადგან ჩვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყლისგან შედგება, დარწყულება ორგაზმის მიღწევის და მისით მაქსიმალური სიამოვნების მიღების შანსებს ზრდის.


12. ნებისმიერ ქალს შეუძლია ორგაზმის მიღწევა


არცერთი ქალი არ იბადება ორგაზმის მიღწევის შესაძლებლობას მოკლებული. ყველა ქალს აქვს ორგაზმის მიღწევის შინაგანი პროგრამა, თუმცა ამ პროგრამის გამოყენებას ზოგი ვერ სწავლობს.


ასევე დაგაინტერესებთ:


ორგაზმის გაყალბება სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს - როგორ ვებრძოლოთ ანორგაზმიას


როგორ გამოიყურებიან ზოდიაქოს ნიშნის გოგონები სექსის შემდეგ - GIF-გალერეა


რატომ არ აქვთ სექსი ქართველ ქალებს ქორწინებამდე ან რატომ მალავენ პარტნიორებს?


როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
14108
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
14108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0